მეტი დრო სიყვარულს

თვითმკვლელობის არსებობა ნიშნავს, რომ ტრილიონი ადამიანით დასახლებულ პლანეტაზე, ადამიანი მარტოა.

რადგან ადამიანებს არ სცალიათ ერთმანეთისთვის.

შეეწინააღმდეგეთ ამ დროის ქურდ სისტემას, რომელიც თქვენი დროის უმეტეს ნაწილს იპარავს, აქაიქ გარბენინებთ, მომხვეჭელობის და მოპოვების ფსიქოზში გითრევთ, ზემოდან ჩაგძახით ეს ქენი ის ქენი, ასეთი თუ არ ხარ არ მოგვეწონები, ისეთი თუ არ ხარ გაგრიყავთ.

ამის დედაც ბნელო, გაგრიყონ, ოღონდ შეინარჩუნეთ საკუთარი დრო, შეინარჩუნეთ ადამიანები თქვენს გარშემო, მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრების სიყვარულს და ზოგადად, სიყვარულს.

თორემ ამ საგიჟეთში სიყვარულის დრო საერთოდ აღარ რჩება, ამიტომ ადამიანები პანტაპუნტით ცვივიან გარშემო.

ყოველდღე შეხება მაქვს ამ ადამიანებთან,

ვერ დაგეწივნენ,

ვერ მოგერგნენ,

ვერ აგიწყვეს ფეხი,

ხმა ვერ გაგაგონეს,

ერთი წუთით ვერ მოიცალეთ მათთან ჩამოსაჯდომად და იმის სათქმელად, რომ თქვემთვის მნიშვნელოვანნი არიან ისინი.

ვერც ვერასდროს დაგეწევიან,. რადგან გიჟებივით გარბიხართ

და იქიდან უყვირით:

_ასეთი იყავიიიი!

_ისეთი იყავიიიიიი!

უნდა გაბედო გაჩერება, უნდა გაბედო შესვენება, უნდა გადააბიჯო ბრძანებებს, სხვანაირობა უნდა გაბედო, უნდა გაბედო შეყვარება, უნდა გაბედო ოჯახთან ერთად აუღელვებლად წრუპო ჩაი, სიმშვიდე და ურთიერთობა უნდა გაბედო, გულიდან წამოსული და ღრმა დიალოგები გაბედო, გაბედო, რომ არსად გეჩქარებოდეს, გაბედო, რომ არავის შეედარო, არავის შეადარო შენი თავი და შენი საყვარელი ადამიანი, მითუმეტეს მათ, ვინც გარბის, სანამ ცხოვრება, სიცოცხლე ზედმეტად ხანმოკლეა, რომ სადმე გეჩქარებოდეს , ისე ჩაივლის, ვერც შეიგრძნობ, რომ ოდესმე გიცოცხლია, მხოლოდ შეჯიბრებაში და გადარბენაში გაატარებ მთელ დროს.

დიდი ტრაგედიაა.

ასე რომ, ისწავლეთ და ასწავლეთ შვილებს, რომ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რამეები, რისთვისაც შეჩერება ღირს, ჩამორჩენა ღირს, რაღაცის გაფუჭება ღირს, რაღაცის გამოტოვება ღირს, ასწავლეთ, რომ არავის არასდროს შეედარონ და ყველაზე ნაკლებად შეედარონ მათ, ვისაც ძალიან ეჩქარება.



Leave a Reply

Discover more from Conscious Mind

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading