Uncategorized
-
ადამიანი თავისი მორალით არ იცნობა
საკითხავი და საგულისხმო ის კი არ არის, თუ რომელ მორალურ ღირებულებებს ქადაგებს ადამიანი, რომელ ეთიკურ კატეგორიებს განიხილავს, ასე არ იცნობა ადამიანი. ადამიანი არ იცნობა მისი სამართლიანობით, სიყვარულზე და სიკეთეზე ქადაგებით, არც გაჭირვებულების დახმარებით, არც ბევრი სიკეთის კეთებით, არც სამართლიანობის ქადაგებით, არც ბედნიერებაზე და ჯანსაღ ურთიერთობებზე მოწოდებებით და თქვენ წარმოიდგინეთ, არც ბედნიერებით, კეთილშობილებით და ჯანსაღი ურთიერთობების… Continue reading
-
ანტიგონეს სინდრომი
არსებობენ ადამიანები, რომლებიც თითქოს „ჯინაზე“ არ ინკურნებიან და მანდ მიჩნდება ხოლმე კითხვა, აი რას ერთგულობს ეს ადამიანი? რა არის მის ტრაგედიაში ასეთი ღირებული, რომ ის ვერ უშვებს ტრაგედიას და ვერ იღებს განკურნებას? ესე იგი, ის ყველანაირად ცდილობს არ იყოს „ნორმალური“, მეტიც, მას მთელი არსებით სძულს ყოველგვარი ნორმალური. ხშირად ამ ფსიქოტიპს მძიმე მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა და… Continue reading
-
ადამიანს დაავიწყდა მისი სილამაზე
როდესაც ადამიანი გულწრფელი გახდება ხოლმე საკუთარი თავის მიმართ, მას ემუქრება სასოწარკვეთის საშიშროება. თანამედროვე ადამიანი გულწრფელი გახდა, დაინგრა საუკუნეების მანძილზე ნაშენები ფასადები, კეთილშობილი საზოგადოების ნიღბები, საზღვრები და ადამიანმა შეიხედა ადამიანის კულისებში და რაც იქ ნახა, საერთოდ არ მოეწონა. ამიტომაც, თანამედროვე ადამიანი სასოწარკვეთილია, რაც ემართებათ ხოლმე ახალბედა ფსიქოლოგიის მოყვარულებს, ახალბედა ცნობიერების მაძიებლებს და ახალბედა მორწმუნეებს, რომ როდესაც… Continue reading
-
დიდი იდეების ფარული წყარო: ტრავმა, ნევროზი და კომპენსაცია
დღეს მინდა მოგითხროთ ამბები იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავს ტრავმები დიდი მოაზროვნეების, ფილოსოფოსების, მწერლებისა და პოეტების იდეებსაც კი. პოპკორნი მოიმარჯვეთ. ვინ გვახსენდება პირველი და რაღა თქმა უნდა ბატონი ნიცშე და მისი ფიზიკური უსუსურობის კომპენსაცია. ნიცშეს ძალაუფლების ნება, ზეკაცის კულტი, ქრისტიანული თანაგრძნობის, როგორც მონური მორალის უარყოფა, მისი ნამდვილი რეალობის რადიკალური და სასოწარკვეთილად საპირისპირო სურათია.. ნიცშე მთელი ცხოვრება… Continue reading
-
არავინაა ნორმალური.
კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ტრავმა კაცობრიობისათვის, რომელიც ვრცელდება ყოველ რიგით ადამიანზე, მოიტანა ფსიქოლოგიურმა განმანათლებლობამ. და ეს კულტურული ტრავმა ჟღერს ასე _ არავინაა ნორმალური. ახლა თქვენ გაიაზრეთ ეს რა სიმძლავრის ცვლილებაა კაცობრიობისათვის, რომელსაც მუდმივად ჰყავდა ავტორიტეტები, იდეალური ფიგურები, უნაკლო მშობლები, რომლებიც არასდროს უშვებდნენ შეცდომებს, უპირობო მორჩილების ვალდებულება ავტორიტეტების მიმართ, იქნებოდნენ ეს პოლიტიკური, რელიგიური თუ განსწავლული ავტორიტეტები… Continue reading
-
თავისუფლება, მარტოობა და დემოგრაფიული კრიზისი
ერთი რეალობა, რაც ყველამ უნდა გააცნობიეროს თანამედროვე საზოგადოებაში, არის ის, რომ ოჯახის შექმნა აღარ წარმოადგენს თანამედროვე ადამიანის ერთერთ ძირითად თვითმიზანს, რასაც წარმოადგენდა გასული საუკუნეებისა და კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში. ეს ცვლილება ძალიან ბევრ სხვა ცვლილებებსაც იწვევს და თავადაც გამოწვეულია ცნობიერების მრავალშრიანი ცვლილებებით. სწორედ ამიტომ, იქამდე, სანამ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატომ არ სურს შვილის გაჩენა თანამედროვე ადამიანს,… Continue reading
-
თავისუფლება როგორც ყველაზე მძიმე პასუხისმგებლობა
რადგან, ადამიანისათვის ყველაზე დიდი ტვირთი თავისუფლებაა. დოსტოევსკი დიდ ინკვიზიტორში ამაზე წერს, როდესაც ინკვიზიტორი ქრისტეს ეუბნება, შენ დაამძიმეო ადამიანები შენი თავისუფალი ნებით, ჩვენ ვართმევთ მათ თავისუფლებას და ვაძლევთ პურს და ისინი არიან ბედნიერნი. ეს არ გეგონოთ ერთი და ორი ადამიანის პრობლემა, ვიღაც ბრბოს პრობლემა, რომელიც თქვენ არ გეხებათ, თავისუფლების პრობლემა აწუხებს ნებისმიერ ადამიანს და ნებისმიერი ადამიანი… Continue reading
-
შენი წარმატება სხვისი ცხოვრებით არ იზომება
უნდა გქონდეს შენი პირადი სტანდარტი. თუ შენი სტანდარტი სხვებთან შედარებითია, მაშინ შენ ვერასდროს იქნები კმაყოფილი საკუთარი თავით, რადგან ყოველთვის მოიძებნება ვიღაც, ვინც რაღაც ერთ კონკრეტულს შენზე უკეთ გააკეთებს. მე მინახავს ადამიანი, რომლისთვისაც იცით რა არის წარმატება? რომ იბანაოს დეპრესიული პაციენტები, დამოკიდებული პაციენტები ან უბრალოდ დაღლილი ადამიანები, ხანდახან მათთვის წარმატებაა, რომ დღეს იბანავეს. საწოლი გაასწორეს. საკუთარ… Continue reading
-
თითოეული ჩვენგანის ისტორია
ახლა მე მოგიყვებით ყველა ჩვენგანის ცხოვრების ისტორიას. ჩვენ ყველანი დავიბადეთ და პირველი რაც გავაკეთეთ შეცდომა დავუშვით, პატარები ვიყავით, ჯერ თვალის გახელა ვერ მოგვესწრო წესიერად, მაგრამ მოვასწარით შეცდომის დაშვება და ზუსტად იმან, ვისაც მცველად ვიგულებდით, ვინც ჩვენთვის ერთადერთი ნავთსაყუდელი იყო გვითხრა, “შენ ცუდი ხარ, ასე რატომ იქცევი, ასეთი რატომ ხარ.” და ჩვენ მოვიბუზეთ და შეგვრცხვა, ასე… Continue reading
-
შენ გაქვს უფლება გძულდეს რელიგიას, მაგრამ ნუ მოითხოვ სიძულვილს ქრისტიანისგან
შენ შეგიძლია გძულდეს რელიგია, შენ გაქვს სრული უფლება გძულდეს რელიგია და ამ სიძულვილს გამოხატავდე ყველგან სადაც გინდა, შეგიძლია ეცადო, რომ სხვებსაც შეაძულო. მაგრამ, მიხვიდე ქრისტიანთან, მითუმეტეს ქრისტიანული ეკლესიის პატრიარქთან და გაუბრაზდე, რატომ ახსენა ბიძინა ივანიშვილი, ან მიხვიდე ქრისტიანთან და გაუბრაზდე, რატომ არ სძულს და არ აგინებს რომელიმე პარტიას, ქვეყანას, პოლიტიკოსს, შენ მოსთხოვო ქრისტიანს მოუღებლობა და… Continue reading