“თუ ღმერთი სრულყოფილია, შეუძლია თუ არა შექმნას ქვა, რომელსაც ვერ აწევს, რადგან თუ რამის შექმნა არ შეუძლია, მაშინ სრულყოფილი არ ყოფილა, ხოლო თუ შექმნის და ვერ აწევს, მაინც არ ყოფილა სრულყოფილი, რადგან რაღაცას ვერ ძრავს”
ათეისტების საყვარელი “ღმერთის განადგურების” არგუმენტი.
იგივე კითხვა შეგვიძლია ასეც დავსვათ, თუ საჭმელი უგემური არ არის, როგორ შეიძლება ის იყოს გემრიელი.
თუ რაღაც ცუდი არ არის, როგორ შეიძლება იყოს კარგი.
სისულელეა ხო?
სრულყოფილება აქ უნდა გაიგოთ, როგორც “უკეთესი” რამეების ნაკრები, როგორც ყველაზე კარგი რამეების ნაკრები, სრულყოფილი, ესეიგი უნაკლო, თუ შენ ფიქრობ, რომ ნაკლია ის, რომ ღმერთს არ შეუძლია შემქნას რაიმე, რასაც ვერ დაძლევს, თუ შენ ფიქრობ, რომ თუ არ გაკლია, ეგეც ნაკლია, მაშინ სრულყოფილება სოფისტურად გესმის და არა არსობრივად, სრულყოფილება არსობრივი მდგომარეობაა და საკუთარ თავში აერთიანებს უკეთეს რამეებს.
ასე რომ მაგ არგუმენტს კიდევ უამრავი რამ შეგიძლიათ დაამატოთ
მაგალითად
თუ ღმერთი სრულყოფილია, რატომ არ შეუძლია ბოროტება,
თუ ღმერთი სრულყოფილია, რატომ არ შეუძლია სიძულვილი,
თუ ღმერთი სრულყოფილია, რატომ არ შეუძლია მახინჯი იყოს.
მაგრამ პასუხი ერთია, ღმერთს არ შეუძლია არაფერი, რაც არ არის “უკეთესი”, რადგან სრულყოფილი “უკეთესობაა” და არა ყველაფერი არსებულის ნაკრები, ან არსებობის ფორმათა ქაოსი, ან რაღაც, რაც ცუდსაც და კარგსაც შეიცავს, სისუსტეს და სიძლიერესაც შეიცავს არ შეიძლება იყოს ღმერთი, ეს უფრო ადამიანის დამახასიათებელი თვისებებია, ადამიანი მოიცავს გაორებას, ღმერთი შეუძლებელია იყოს გაორებული, ღმერთის იდეა გულისხმობს “უკეთეს ერთიანს” ანუ უმაღლეს ფორმათა ერთიანობას, ანუ საუკეთესო არსთა ერთობას, რომელშიც არაფერია ნაკლული, ნაკლები, ცოტა, სუსტი, ცუდი და ბოროტი, შესაცვლელი და გამოსაცვლელი, ამითაა სრულყოფილი.
რაც შეეხება იმ არგუმენტს, როგორ შექმნა არასრულყოფილი ადამიანი, როდესაც თავად სრულყოფილია, რომ თითქოს ადამიანის შექმნა ნაკლი იყოს ღმერთის, აქ გამოეპარებათ ყველაზე მთავარი ” ნებელობა”. ღმერთს არ შეუქმნია არასრულყოფილი ადამიანი, თავისუფალი ადამიანი შექმნა, რომელიც თავად გადაწყვეტს ვინ სურს რომ იყოს და მისი არჩევანი არ წარმოადგენს ღმერთის ნაკლს, პირიქით, ღმერთის “სიდიდეა” რომ მარიონეტი კი არა, თავისუფალი არსება შექმნა და მისცა საკუთარი შემოქმედის სიძულვილის უფლებაც კი.
“რა უფლება მომცა, თუ არმიყვარს ჯოჯოხეთში გამომხრუკავსო “
ეგ რა უფლებააო ვინც იტყვის, იმან კი იცოდეს, რომ ჯოჯოხეთი სულიერი მდგომარეობაა, რომელშიც შენი ნებასურვილით შედიხარ აქვე, აქვე შეგიძლია აირჩიო ჯოჯოხეთი, შენი არჩევანია სად გინდა ყოფნა.
ან თავადვე დაფიქრდი, რამდენად “კარგი” მდგომარეობაა, გძულდეს რაღაც, რაც გგონია რომ არ არსებობს, ან დაფიქრდი, სიძულვილი ჯოჯოხეთს უფრო ჰგავს გრძნობითად თუ სამოთხეს.
და შეუძლია თუ არა გადაგარჩინოს იმისგან, რაც გსურს და რასაც ირჩევ?
არა.
ისევ რაღაც, რაც ღმერთს არ შეუძლია.
არ შეუძლია იმიტომ კი არა, რომ უძლურია, არამედ იმიტომ, რომ მასში არ დევს ტირანია, ამიტომ ღმერთი არ გიკვეცავს ნებელობას.
იქ ხარ სადაც გსურს, სად ყოფნისთვისაც იბრძვი და სად ყოფნასაც ითხოვ.
ყველაფერი ჩვენი არჩევანია, აი ამ წამს, ყველაფერი რაც ჩემში ხდება, წარმოადგენს ჩემი ნებელობითი დასტურით გამოწვეულ მდგომარეობათა ერთობლიობას, აი მე რომ ამერჩია და მენება ამ მდგომარეობათაგან ყველაფერი “უკეთესი” , მაშინ განვიღმრთობოდი, მაგრამ როგორც ხედავთ, ჯერ კიდევ ადამიანი ვარ და ბევრ “უარესობას” ვირჩევ, სადაც ჯოჯოხეთში ვარ, მაგრამ ის ნაწილებიც გვაქვს სადაც სამოთხეში ვართ, აი ღმერთი კი მხოლოდ სამოთხეშია, ყველა სამოთხის მდგომარეობათა ერთობაა, ანუ ღმერთი “უკეთესი უკიდურესობაა”.
ამიტომ უნდა ფიქრობდე, რომ თუ ის არსებობს, ის უკეთესს ფიქრობს შენთვის, ვიდრე შენ შეგიძლია იოცნებო. ამიტომ ამბობენ “იყავ ნება შენი” რადგან ეს საუკეთესო ნებაა საუკეთესოთა შორის, ანუ ჩვენს ოცნებებზე დიდი ოცნება აქვს ღმერთს ჩვენთვის, იმიტომ რომ ოცნებებშიც “უკეთესია”. შეუძლებელია შენ გქონდეს უკეთესი ოცნება შენთვის, ვიდრე ” სრულყოფილ უკეთესობას” აქვს შენთვის.
და შენ ამ სრულყოფილ იდეას თხოვ ქვა შექმნას, რომელსაც ვერ აწევს.
ოტეი
Leave a Reply