წმინდანი სწორედ ის არის, ვინც თქვენ გინდოდათ ყოფილიყავით თქვენთვის ძვირფასი ადამიანისათვის

ოდესმე სასიკვდილოდ ავად თუ გაგხდომიათ საყვარელი ადამიანი, ან ოდესმე გარდაგცვლიათ ძვირფასი ადამიანი, თქვენ აუცილებლად გამოცდიდით გრძნობას, რომელსაც ეწოდება “რატომ არ ვაგრძნობინე როგორ მიყვარდა”

“ხომ შეიძლებოდა ყოველდღე მეთქვა”

“რატომ არ ვექცეოდი უკეთესად, როცა ესე მიყვარდა”

“არიცის, ისე კარგად არ იცის, როგორც მიყვარს”

“არ იცის რა ძვირფასია ჩემთვის და მე არ შემიძლია ვაგრძნობინო”

და მერე დაფიქრებულხართ, რომ არ შეგიძლიათ აგრძნობინოთ იმ სიღრმეზე ადამიანებს თქვენი სიყვარული, როგორადაც გიყვარნან, რომ ყოველი დღე გადის ჩვეულებრივად და თქვენ არ შეგიძლიათ ყოველდღე გამოხატოთ ეს ღირებულება მათი თქვენში, ჩვენი უმეტესობა ცდილობს რომ ამ ტრაგედიის შემდეგ უფრო მოსიყვარულე გახდეს, უფრო გამოხატოს ყველასთან საკუთარი ემოციები, მაგრამ იმ დონეზე ვერა, როგორადაც იმ წამს ჩვენ გვსურდა, ისე ვერასდროს, ვითქვიფებით ყოველდღიურობის მორევში, წვრილმან ეგოებსა და შეწუხებულებებში და გვავიწყდება, რა ძვირფასები არიან ჩვენთვის, თითქოს კიდევ ბევრი დრო გვაქვს და ახლა თუ არ გადავეხვიეთ არაფერი დაშავდება, თან მათ ხომ ისედაც იციან რომ გვიყვარნან ისინი, ჩვენ კიდევ ბევრი საქმე გვაქვს და მაგისთვის აღარ გვცალია.

ჰოდა იმდღეს პოსტი შემხვდა, წმინდანების გაქილიკება, რაღაც საბრალო არსებებად მოიხსენია ერთმა მხატვარმა წმინდანი, მაგრამ წმინდანი სწორედ ის არის, ვინც თქვენ გინდოდათ ყოფილიყავით იმ თქვენთვის ძვირფასი ადამიანისათვის, რომელიც ხელიდან გამოგეცალათ, ან კინაღამ გამოგეცალათ, ის ვინც თქვენ გინატრიათ ყოფილიყავით ადამიანისათვის, როდესაც შეგეშინდათ მისი დაკარგვის, ის რაც მისთვის გინდოდათ ყოველდღე გეთქვათ და გაგეკეთებინათ, ის რომელი ცხოვრებითაც არასდროს გიცხოვრიათ, მაგრამ იმ წამს გინდოდათ, რომ გეცხოვრათ, სწორედ ის არის წმინდანი, ვინც ყოველდღე ცხოვრობს იმ ნანატრ ცხოვრებას, ვისაც ყოველდღე იმ დონეზე აქვს გული გახსნილი, როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს გვეხსნება მხოლოდ ტრაგედიისას. ადამიანის ღირებულებას წმინდანი ყოველდღე განიცდის, ალბათ ეს არ იცის მან, ვისაც ამაზე ეცინება.



Leave a Reply

Discover more from Conscious Mind

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading