ბოროტების ბუნება

„ბოროტების ბუნება ისეთია, რომ ის თავისსავე წიაღში ზრდის საკუთარ დამღუპველს. როგორც გველეშაპი ვერ გაექცევა თავის ბედისწერას, ისე ნებისმიერი ტირანია შობს იმ წმინდა გიორგის, რომელიც მას მახვილით განგმირავს. ეს არის ისტორიული გარდაუვალობა.“ აკაკი ბაქრაძე

წაიკითხეთ ეს ადამიანი, ერთერთი უდიდესი მოაზროვნე იყო საქართველოში.

საინტერრსო აზრია არა?

ყოველი გველეშაპი შობს წმინდა გიორგის, რომელიც გველეშაპს მოინელებს.

ყოველი ბოროტება აჩენს წინააღმდეგობას, ყოველი წვრილმანი ბოროტებაც კი აღვიძებს წინააღმდეგობას სხვაში, ასეთია სამყაროს ციკლი.

რაც უფრო უხეში, რაც უფრო ხისტი, რაც უფრო ცინიკური, რაც უფრო დაუდევარი, რაც უფრო ჭკვიანი და რაც უფრო მონდომებული იქნები გველეშაპობისათვის, მით უფრო დიდი წმინდანი შეიძლება დაიბადოს შენს ჯოჯოხეთში, მით უფრო დიდი წინააღმდეგობა გაჩნდეს, მით უფრო დიდი ღმერთი.

პოეზიას რომ გავცდეთ და ლოგიკურად ვიმსჯელოთ, ჩვენ ვიცით, რომ უმეტესად, ბოროტების წიაღში, ტრავმულ გარემოსა და უსამართლობაში ადამიანთა უმეტესობა იჩაგრება, იტრავმება, ავად ხდება, ემსგავსება გარემოს, ემსგავსება საკუთარ გველეშაპს, შეიძლება თვითონ გახდეს უარესი გველეშაპი, ასე ემართება ადამიანთა უმეტესობას, მაგრამ არსებობს გამონაკლისი,

არსებობს სულის ისეთი სიმტკიცე, რომელიც იშვიათად, ამგვარ ჯოჯოხეთში უფრო დიდ სამართლიანობას, უფრო დიდი სიყვარულის უნარს, უფრო დიდ სულიერ სისუფთავეს იძენს, რადგან მისი ღმერთი, ვინც გადაურჩება გაბოროტებას, ერთიორად ძლიერია.

ასე რომ, ის, ვინც უკიდურეს უსამართლობასა და სიმწარეში საკუთარ სიწმინდეს ინარჩუნებს, სულიერ ბრძოლას უცხადებს ბოროტებას, წარმოადგენს წმინდა გიორგის არქეტიპს, რომელიც მოინელებს გველეშაპს, რომელმა გველეშაპმაც შვა ამხელა სულიერი წინაღმდეგობა.

ასეთია წმინდა გიორგის არქეტიპი და შეცდომაა მისი ნაციონალისტურ პატრიოტულ მოტივებთან გაიგივება, რამეთუ წმინდა გიორგის არქეტიპი საკუთარ თავში მოინელებს ბოროტებას, გველეშაპი, რომელიც გარშემო დგას, როგორც მოცემულობა, მასში ვერ პოვებს დასაყრდენს, მასში ვერ გაიდგამს ფესვებს, მასში განგმირულია, მასში შუბის ქვეშაა მოქცეული, ეს არის წმინდა გიორგის არქეტიპი, ჩემი სულიერი მხედართმთავარი ჩემში, რომელიც ამარცხებს ჩემში შემოღწეულ გველეშაპებს, ჩემში შემოღწეულ ბოროტებას, ბოროტებას, რომელმაც ჩემში წმინდანი და ღმერთი შვა, გველეშაპის მოსანელებლად და ეს გამარჯვებული არქეტიპი უკვე დგას, როგორც პრეცენდენტი, როგორც განმეორებითი არქეტიპი, რომელიც შეიძლება სხვებმა გაიმეორონ, რომელსაც აუცილებლად გაიმეორებენ.

და სანამ წმინდა გიორგის ბრძოლაში წინ წაიმძღვარებთ, გახსოვდეთ, რომ რეალობის სცენაზე, ეს გამარჯვებული არქეტიპი _ წამებულია და არა მწამებელი.



Leave a Reply

Discover more from Conscious Mind

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading