ადამიანი მეამიტია, სჯერა რაღაც წმინდა მეგობრობის, რაღაც წმინდა ურთიერთობების, რაღაც უნაკლო კავშირების ორ სქესს სამ სქესს ოთხ და რვა სქესს შორის, ჯვარედინად და ვერტიკალურად მეგობრობის.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ადამიანები ელემენტარულ ჩრდილოვან მხარეებს ვერ ხედავენ და ვერ იღებენ ერთმანეთში, მაგალითად, რომ ვიღაცას ვიღაცის შურს და ეს ვიღაც შეიძლება იყოს დედა და შვილი, სრულიად ნორმალური ადამიანური შური გაჩნდეს, შენ დაბერდი, შენი შვილი მოკლე კაბით დაიკვანწება, გაიარა შურმა, ეს არ ნიშნავს, რომ შენ ბოროტი ადამიანიხარ რათქმაუნდა, შენი მეგობარი რაღაცას გაიფიქრებს შენს საყვარელ ადამიაზე, თმას გაისწორებს, წელში გასწორდება, გაიპრანჭება, ეს არნიშნავს რომ აპირებს გიღალატოს, თუ ის ახერხებს ამ ყველაფრის გაცნობიერებას,
შენს ძმას ერთი საათით სძულხარ, როდესაც მამა შეაქებს შენს ღონიერებას და მას სუსტს უწოდებს.
ეს ადამიანური სიბნელეა, ნორმალური, ძალიან ნორმალურია, რომ ადამიანს ბნელი მხარეც აქვს, იმდენად ბნელი, იმდენად ყველას, რომ შენ არასდროს უნდა ენდო არავის ასი პროცენტით, არავინ უნდა შემოსვა იდეალურობის პედესტალზე რადგან არავინაა იდეალური.
მაგრამ ადამიანები ჯერ კიდევ თავს იტყუებენ, რომ ეს ადამიანური ჭინკები არარსებობს,
” ვაიმე მაგის გაფიქრებას როგორ იკადრებდა, “
“ვაიმე მართლა მეგობარია ბიჭო რას ეჭვიანობ აჰააჰჰჰ “
და სხვა მეამიტური შეძახილები
“როგორ შეიძლებოდა დედაჩემს არ უხაროდეს შენი სილამაზე ძვირფასო ცოლო, ის ხომ დედაჩემია და ვუყვარვარ, აუცილებლად ბედნიერი იქნება ჩემი ბედნიერებით დაჩემი ცოლის მშვენიერებით.”
კეეეეეეხდდდდდდ
“როგორ შეიძლება ჩემს უმუშევარ ძმაკაცს არ უხაროდეს ჩემი კარიერული წინსვლა”
კაიჩემოძმაო ![]()
ხოდა მე ეგ მეამიტობა კიარ მაკვირვებს ადამიანებისგან, რომ ამ ყველაფერს ვერ ხედავენ, არა მე მაკვირვებს როდესაც ეს მეამიტი ადამიანები რომლებიც ვარდისფერ სათვალეში უყურებენ მშობლებს, ძმაკაცებს, დაქალებს, მეგობრებს, ვისი სამყაროც ესეთი უნაკლო და მშვენიერია , რატომღაც, რატომღაც რაღაც მანქანებით მაინც ცუდი წარმოდგენის არიან ადამინებზე და სიცოცხლეზე, ტიპები მაინც უბედურები არიან, არადა რომ ჰკითხო ” მაააგას მისი ძმაკაცი რაააავა იკადრებდა.”
ჰოდა ,მე ეს უსაფუძვლო კაცთმოძულება მაკვირვებს და წარმომიდგენია, რომ გაიგონ რამდენი ეშმაკი ზის თითო ადამიანში, რამდენი ეშმაკი ზის დედაში, მამაში, მეგობარში, საყვარელ ადამიანში, რამდენი ჩრდილი იმალება და რამდენი უბედურება მერე რაღას იზამდნენ, მერე გენახა მაგათი სიძულვილი, მერე გენახა მაგათი დეპრესია, რომ აცოდინათ სამყარო, რომელსაც მე ვხედავ და წარმომიდგენია რამდენად გიჟები გამოვჩნდებოდით ჩვენ მათ თვალში,რა დონის შეშლილები გამოვჩნდებიდით ისინი ,ვინც ადამიანებში ამყველა უფსკრულს ჩავჩერებივართ და მაინც გვიყვარს ადამიანები.
მერე იციან ხოლმე თქმა, “ვაიმე თქვენ არ გიყვართ ადამიანები ყველას ცოდვილებს ეძახით, ჩვენ გვიყვარს ადამიანები”
არა, ჩვენ გვიყვარს ადამიანები, რომლებიც ცოდვილები არიან.
თქვენ გიყვართ უცოდველი ადამიანები, რომლებიც არ არსებობენ.
Leave a Reply