კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ტრავმა კაცობრიობისათვის, რომელიც ვრცელდება ყოველ რიგით ადამიანზე, მოიტანა ფსიქოლოგიურმა განმანათლებლობამ.
და ეს კულტურული ტრავმა ჟღერს ასე _ არავინაა ნორმალური.
ახლა თქვენ გაიაზრეთ ეს რა სიმძლავრის ცვლილებაა კაცობრიობისათვის, რომელსაც მუდმივად ჰყავდა ავტორიტეტები, იდეალური ფიგურები, უნაკლო მშობლები, რომლებიც არასდროს უშვებდნენ შეცდომებს, უპირობო მორჩილების ვალდებულება ავტორიტეტების მიმართ, იქნებოდნენ ეს პოლიტიკური, რელიგიური თუ განსწავლული ავტორიტეტები და არსებობდნენ გიჟები, მაგრამ სადღაც შორს ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, ძველი სანატორიუმებისა და ფსიქიატრიულების კედლებში, ბნელში მიკუნჭულები, სანამ წესიერი საზოგადოება თავს იწონებდა ახალი კრინოლინებითა და მანჟეტებიანი სმოკინგებით, მაგრამ მოვიდა 21-ე საუკუნე და უთხრა:
არა, your uncle is insane too
ამიტომ, ყველას ავტორიტეტს წყალი შეუდგა, დედამიწაზე არსებულ ნებისმიერ ავტორიტეტს დაესვა კითხვის ნიშანი
და თანამედროვე ადამიანიც დაეჭვებულია, დაეჭვებულია ყველაფრის მიმართ და იჭყლიტება ძალიან ბევრი ლეგიტიმური და ობიექტური კითხვის ნიშნების ქვეშ:
ნორმალურია ჩემი მშობელი?
ეს რა პატერნია?
ეს რომელი ფსიქომოდელია?
ეს პოლიტიკური ფიგურა თურმე იმიტომ ყოფილა მოძალადე, რომ ბავშვობაში უბარტყუნებდნენ, აჰაა, ესეიგი მაგარი ტიპები არ არსებობენ.
ესეიგი არსებობენ დატრავმულები,
არსებობენ ფსიქიკურად დამსხვრეულები,
არსებობენ დაჩაგრულები,
რომლებიც გაბრაზდნენ, ამიტომაც ყვირიან, ამიტომაც ლეწავენ, ამიტომაც კლავენ,
ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და ეს მიზეზები საერთოდ არავის წარმოაჩენენ პატივსაცემ პიროვნებად.
არა, თანამედროვე ადამიანისთვის აღარ არსებობს უპირობო პატივისცემის გრძნობა, რადგან მან იცის არაცნობიერის შესახებ.
შენ არ შეგიძლია გახდე ავტორიტეტი თანამედროვე ადამიანისათვის, მას ულვაშებში ეღიმება და ითვლის ნაოჭებს შენს სახეზე და ტრავმებს შენს გონებაში, აანალიზებს შენს სისუსტეს მოჭიმული პოზის მიღმა და როგორადაც არ უნდა გაიჯგიმო, თანამედროვე ადამიანისათვის შენ ერთ ერთი სუსტი ადამიანი ხარ, პლანეტაზე, სადაც თურმე იბადებოდნენ, იბადებიან და დაიბადებიან მხოლოდ სუსტები და არანორმალურები.
დიახ, დიახ, მხოლოდ სუსტები და არანორმალურები. ამიტომაც, თანამედროვე ადამიანი გადაგდებულია თავისუფლებასა და ობლობაში, ვერავის აღმერთებს და შესაბამისად ვერავინ იცავს.
არ არსებობს ავტორიტეტი და შესაბამისად, არ არსებობს მცველი.
მე კიდევ ვხალისობ და ხალისობს ბნელო და ხალისობენ ფრანგი ეგზისტენციალისტები და ხალისობენ აბსურდისტები, რამეთუ პირღია უფსკრულთან მარტო არ ვდგავართ, ჩვენს გვერდით დგანან
რენდომ მეზობლები,
ნიკორას კონსულტანტები,
ყველის ვაჭრები,
ბროკერები და ბანკირები,
სასოწარკვეთილები და შეურაცხყოფილები.
and we are like:
“first time? this is the holy reality. everyone is insane”
Leave a Reply