ეგ კია ბნელო მარა შენ თუ ხარ ნათელი

ერთხელაცაა, მე და ბნელო მივდივართ ღმერთისთვის საყვედურის გამოსაცხადებლად, იმის თაობაზე, რო ერთი ჩვენი ძმადნაფიცი, სადღაც უღრან ტყეში გადაიკარგა და ეს ჩემის ღმერთი მაშველებს არ უგზავნის.

ხოდა, გამოვიწკიპეთმეთქი მე და ბნელო და ეგრევე უმაღლესს დავადექით სამოთხის კარზე, რაპონტიას ძახილით,

გაწიწმატდა ეს ჩვენის ღმერთი მარა რა გაწიწმადდა ,თქვენო მართლა და მართლაო ჩემ საქმეში როდემდე უნდა აფათუროთ ეგ ბნელი ცხვირებიო ბიჭოვო.

დაგვაკაჩავა მარა რა დაკვაკაჩავა ხოდა, აეხლაო ან ნებით გაიპარეთო ან არადა აგერ მიქაელს დავუძახებო და ის მოგხედავთო.

ხოდა, დამთავრებული არ ქონდა სიტყვა რო ბნელომ ეგრევე მიქაელის ასედაისეო არ იძახის ამ ჩვენის ღმერთის წინ?

მე აქეთ სიცილს ძლივს ვიკავებ და მეთქი ბნელოა ღმერთო აპატიე ჩემი ხათრით ხოდა, ტიპმა იმისმაგივრად..

ეგ კია ბნელო მარა შენ თუ ხარ ნათელიო.

არ მეუბნებაა?

მთელი გზა მაგ სიტყვებზე ვფიქრობდი,

ბნელო მაწყნარებდა, ხოიციო ეს ჩვენის ღმერთი ატრაკებს ხანდახან, თორე შენი ფანიაო უეჭველი ვიციო იმენა ვატყობო რო ტიპს ეგრევე თვალები უბრწყინდება და ელეთმელეთები მოსდის შენ რო გხედავსო.

ბნელოს დასაწყნარებელი რო გახდები.



Leave a Reply

Discover more from Conscious Mind

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading