ბნელო
-
ეგ კია ბნელო მარა შენ თუ ხარ ნათელი
ერთხელაცაა, მე და ბნელო მივდივართ ღმერთისთვის საყვედურის გამოსაცხადებლად, იმის თაობაზე, რო ერთი ჩვენი ძმადნაფიცი, სადღაც უღრან ტყეში გადაიკარგა და ეს ჩემის ღმერთი მაშველებს არ უგზავნის. ხოდა, გამოვიწკიპეთმეთქი მე და ბნელო და ეგრევე უმაღლესს დავადექით სამოთხის კარზე, რაპონტიას ძახილით, გაწიწმატდა ეს ჩვენის ღმერთი მარა რა გაწიწმადდა ,თქვენო მართლა და მართლაო ჩემ საქმეში როდემდე უნდა აფათუროთ ეგ… Continue reading
-
მე ხომ მახინჯი სამყარო მიყვარს
არვიცი ბნელო ეგეთი ჩახლართული ფემე ფატალე როგორ დავიბადე რომ თუ სადმე ფსიქოპათიური მიდრეკილებების სოციოპატი ჩამოივლის ყველა მე უნდა შემიჩნდეს. ხალხი მეუბნება ასეთი და ისეთი ხარ და იმიტომო, მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვფიქრობ, რომ ადამიანებს სიღრმე და სიახლოვე აკლიათ, ყოველთვის ვფიქრობდი რომ სევდიანია ზედაპირზე ცხოვრება, რამხელა შიმშილი და დაუკმაყოფილებლობა შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, რომელიც მუდმივად ზედაპირზე ტივტივებს,… Continue reading
-
უჩინარი ნაჯახები
ხანდახან ადამიანებს ვშორდები და ეს სევდიანია. როგორ არ მინდა ხოლმე წავიდე, მაგრამ დაბრმავდა და ნაჯახს იქნევს. ნაჯახსაც იმიტომ იქნევს, რომ ყველაფრის ეშინია. მე კიდევ სხვა რა გზა მაქვს, უნდა წავიდე. განა არ ვეუბნები ნაჯახს იქნევო, ვეუბნები, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, სინამდვილეში, ეს ნაჯახი სულ არ არსებობს. დიახ, არანაირი ნაჯახი არ არსებობს და ამ ჩემს მეგობარსაც მშვენიერი… Continue reading
-
წითელი ფურცლები

ბნელოს ხელში რაღაც წითელი ფურცელი აქვს ჩაბღუჯული. ეს რა გიჭირავსმეთქი ბნელო? ისე მპასუხობს, არც მიყურებს, ისევ იმ ფურცელს ჩასჩერებია. წითელი ფურცელიაო. ვინც დიდ ტკივილს გადაიტანს, იმათ ეძლევათო. ცალყბად მეღიმება. ტკივილი რაღა დამსახურება გახდამეთქი, ბნელო? თუ ვერ აიტან, ვერ იცხოვრებო. მინდა ვუთხრა, რატომ ვერ ვიცხოვრებ, უშენოდაც ვიცხოვრებმეთქი ბნელო და ტკივილის გარეშეც კიდე. მაგრამ არ ვეუბნები. ბნელო… Continue reading
-
არაფერია ღმერთზე მძიმე ბორდელში და სასაკლაოზე, მარა მაინც მიათრევ ბნელო..
გგონია ისაა რთული რომ გტრავმავენ მეთქი ბნელო? ნეტა სულ დედა ეტირებინათ და ესენი არ მენახა მეთქი ღმერთსვფიცავარ, რა ესენი მეთქი და როდესმე გიცდია მას არ დამსგავსებოდითქო ბნელო? მას, ანუ შენს მკვლელს? იცი რამდენად რთულია არ დაემსგავსო მას ვინც მოგკლა? და იცი რა არის მაგაზე შვიდჯერ რთული, როცა მიხვდები რომ ეს მკვლელი შენ შექმენი მეთქი ბნელო,… Continue reading
-
only lovers left alive
მხოლოდ შეყვარებულები გადარჩებიანო, ეგ მარტო პეპლებზე არაა ბნელო, მარტო პეპლებზე არაა. ხანდახან შებინდებისას, როცა დანებებას აპირებ, მზე ჩადის, ცა გალურჯდება, მომაკვდავს ჰგავს ქალაქი, მაგრამ მერე ვიღაც შუქს ანთებს, ჯერ ერთი, მერე მეორე, ნელნელა პატარა ციმციმა წერტილები მოედება კორპუსებს და რაც უფრო ღამდება, რაც უფრო ღამდება ბნელო, მით უფრო მეტი ადამიანი ანთებს სინათლეს, გესმის? რაც უფრო… Continue reading