არ მესმის ზოგიერთი კომპლექსის არსებობის მიზეზი, მაგალითად, რატომ უნდა კბენდე განათლებულ ადამიანს, როცა წიგნები უფასოდ დევს ბიბლიოთეკაში, წადი ძმაო, წაიკითხე და აღარ გეგონება თავი ვინმეზე ნაკლები, იზი.
შენც გეცოდინება იმასაც და აღარ მოგიწევს შფოთვით აშლილობებთან გამკლავებისათვის აგრესიული გზების ძიება ყოველ ჯერზე, როდესაც ვიღაც წიგნსა და ფურცელს ახსენებს, აღარ დაგჭირდება ბულინგი, მანჭვა-გრეხა, ღამითაც კარგად დაგეძინება და ყველანი გავბედნიერდებით.
უაზრობაა გქონდეს კომპლექსი და ბოღმიანობა რაღაცაზე, რისი შეცვლაც მარტივად შეგიძლია.
რაც ვერასდროს გახდები ის შეიძლება გშურდეს, მაგრამ დოსტოევსკის წაკითხვა რატომ გშურს, როდესაც თაროზე გიდევს და კითხვა იცი?
უცნაურია.
Leave a Reply