ადამიანის ფუნდამენტური ღირებულება და ძალადობისგან, ბულინგისა და ჩაგვრისგან დაცვის უფლება უნივერსალურია. შეურაცხყოფისგან და დაცინვისგან, ძალადობისგან დაცვის უფლება პრიზი არ არის, რომელიც ქალმა სწორი ჩაცმით, სწორი პოლიტიკური ხედვით ან სხვა ნიშნით უნდა დაიმსახუროს, დაცვის უფლება უნივერსალურია, ვრცელდება ნებისმიერ ადამიანზე.
რატომ აღიქვამს განვითარებული სამყარო ქალის მიმართ ძალადობას განსაკუთრებული სიმძიმის დანაშაულად, ამას უამრავი, ისტორიული და სოციალური მიზეზი აქვს. ფსიქოლოგიურიც, რადგან ქალის გონება ნებისმიერ შეუარცხყოფას აღიქვამს წინასწარ გაფრთხილებად ფიზიკურ ძალადობაზე, რაც არ ახასიათებს მამაკაცის ფსიქიკას. მამაკაცს არ ეშინია, რომ თუ ეუხეშნენ, შეიძლება მოკლან კიდეც, მას შეიძლება პირიქით, აქეთ ჩაერთოს აქტიური აგრესიული რეაქცია შეურაცხყოფაზე, ხოლო ქალის ტვინში ნებისმიერი უხეში, შეურაცხმყოფელი წამოცდომის მოსმენისთანავე აქტიურდება სიკვდილის შიში, გამაფრთხილებელი სიგნალი,რომ გარემო სიცოცხლისათვის საშიშია, რომელი სიგნალის ხშირი გააქტიურებაც იწვევს ქალის მენტალურ დაინვალიდებას, შიშის გავრცელებას სხვა ქალებში და ქალთა იზოლაციას სოციუმისაგან. როდესაც შენ, მამაკაცი, ამ გენეტიკურ კოზირს იყენებ დომინაციის მოსაპოვებლად და შეურაცხყოფას აყენებ ქალს რაღაც ნიშნით “ნაცია-ქოცია” ავტომატურად რთავ სიცოცხლისთვის სახიფათო გარემოს სიგნალს ყველა ქალში გარშემო, ქალები, რომლებიც შენს გუნდში აღმოჩნდებიან არაცნობიერი შიშის ნიადაგზე, იძულებულნი არიან “ფიქმი” ცნობიერება განივითარონ, აი “ჩვენ კარგ ქალებს არ გვემუქრება საფრთხე, უსაფრთხოდ რომ დავრჩეთ ჯგუფს არ უნდა მოვშორდეთ და თან აქტიურად ავყვეთ მამაკაცებს მოწინააღმდეგე ჯგუფის ქალების მიმართ ძალადობაში”, ხოლო მოწინააღმდეგე ჯგუფის ქალებში და გარშემო ყველა ქალში აქტიურდება საფრთხის ინსტიქტი, ეს იწვევს ქალთა შორის პოლარიზაციას, კატეგორიზაციას, რაც ასუსტებს სქესს და კვეცავს მის უფლებებსა და გამოხატვის სურვილსა და უნარს, შედეგად ვიღებთ მანდილში გამოკოჭილ დამალულ ქალს, რომელსაც სოციუმის ეშინია, ამას იწვევს მასკულინური არაცნობიერი დომინაცია_ ქალზე ძალადობა საზოგადოებაში,
პ.ს თუ შენც, როგორც ქალს, მუდმივად გაწუხებს, რომ რატომღაც სულ რაღაცის მცდელობაში და მტკიცებაში ხარ, რომ ყოველი დღე ახალი ბრძოლაა იყო სასურველი, სწორი, კარგი, ფხიზელი და ა.შ. სამწუხარო ამბავი მაქვს, შენი ფსიქიკა სერიოზული ძალადობის ქვეშაა, რომელიღაც არაცნობიერი მასკულინური ტირანის ტყვეობაში. შენ იბრძვი, რომ გადარჩე, რადგან თუ არ იბრძოლებ, ისინი არაცნობიერად გემუქრებიან.
იმედია ახსნა არ სჭირდება იმას, თუ რამ ჩამოაყალიბა ქალების ფსიქიკაში ამგვარი თავდაცვის ინსტიქტი საუკუნეების მანძილზე, რომ უმეტესად ვერცერთი ქალი ვერ ხვდება, რომ სიკვდილის შიში კვებავს მის ისტერიულ მცდელობებს თუ სრულ ინდიფერენტულობას.
თქვენ შეიძლება ისიც არ იცით, რომ ქალისთვის ნათქვამი “შენ სხვანაირი ხარ და ის ***ქალაა” _ ძალიან საშიში მანიპულაციაა და არ უნდა გიხაროდეთ, რადგან თქვენ ხდებით იმიჯის მარიონეტი, რადგან თქვენს ყურებთან შეურაცხყოფენ სხვა ქალს, არაცნობიერად გესმით, რომ მოკვლით ემუქრებიან და ყველაფერს გააკეთებთ, რომ მიკუთვნებული როლიდან არ ამოვარდეთ, რადგან როლიდან ამოვარდნა სიკვდილს ნიშნავს.
აი ამ ურთულესი მიზეზით, აუცილებელია რომ დღის წესრიგში იდგეს ქალთა შორის სოლიდარობის საკითხი. სხვა ქალების მიმართ სოლიდარობა შენვე გიცავს მანიპულატორისგან, ან რჩები არაცნობიერი მმართველობის ქვეშ და ხელს უწყობ საკუთარი თავისა და სქესისათვის უსაფრთხო გარემოს მოსპობას.
და ეს მხოლოდ ერთი საკითხია იმ მრავალთაგან, რატომაც განსაკუთრებით მწვავეა ქალზე ძალადობის საკითხი, რატომაც განვითარებული ქვეყანა ფასდება მოსახლეობის მიერ ქალებთან დამოკიდებულებით, რატომაც ჩამორჩენილად სახელდება სახელმწიფო, სადაც ნორმალიზებულია ქალის შეურაცხყოფა.
ასე რომ “ქალივით მოქცეულიყო და ქოცი არ ყოფილიყო და ბასანოჩკები არ ჩაეცვა და პირსინგი არ გაეკეთებინა და არ ვაგინებდით და არ მოვკლავდით” წარმოადგენს გამოქვაბულის საზოგადოების ცნობიერებას, ქალის პატივისცემა პრიზი არ არის, რომელიც ქალმა უნდა დაიმსახუროს, ეს თქვენი მორალური და სოციალური ვალდებულებაა.
და როგორადაც მტკივნეული არ უნდა იყოს ეს ფაქტი, პრემიერი დაამცირებს ქალს თუ აქტივისტი, რეალობა ერთია _ ქვეყანა, სადაც ქალს პატივს არ სცემენ _ განუვითარებელი ქვეყნების სიას ვერ გასცდება.
Leave a Reply