ჰიუჯესთ რედფლეგ 🚩

ჰიუჯესთ რედფლეგ ფორ მი: სხვებთან საუბრების სქრინები გაუგზავნო ფსიქოთერაპევტს.

და ზოგადად, ვინმესთან საუბარში გააზიარო სხვასთან საუბრის სქრინები არის უკულტურობის პირველი ნიშანი, რაცარუნდა სახელი ჩამოაჭრა და წაშალო გული მერევა.

კაკებეს აგენტები ხართ თუ ასე შინაარსობრივად და ბუღალტერიული რუდუნებით ნებისმიერ თემაზე სქრინი როგორაგაქვთ იმენა აგენტები ბიჭო ძაღლობა

ისე, ძალიან ბევრს ამბობს ადამიანზე ის თუ რას ასქრინშოტებს, მაგალითად, ძალიან დაბალი თვითშეფასების ადამიანები ასქრინშოტებენ ხოლმე თუ ვინმე რამე კარგ სიტყვას გააგონებს, ფოლდერი აქვთ გაკეთებული სახელად “როცა ვიღაცამ ტკბილი სიტყვა მაღირსა” და სულის ბნელ ღამეებში ჩაუჯდებიან და უხარიათ ხოლმე.

რა ქრინჯულად საბრალო ამბავია

მერე თუ ის ადამიანები ისევ აწყენინებენ, ეგრევე საბუთების ფურცვლას იწყებენ ესენი და სქრინს დააძრობენ, აი როგორ გიყვარდი და მოგწონდი ათასცხრაასოცდარვაწელს, ვალდებულიხარ ეხლაც მოგწონდე, რადგან ფაქტი არსებობს

სუზან, წარსულს ნუ ეპოტინები და მანიპულაციებს შეეშვი გტხვ



Leave a Reply

Discover more from Conscious Mind

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading