გგონია ისაა რთული რომ გტრავმავენ მეთქი ბნელო?
ნეტა სულ დედა ეტირებინათ და ესენი არ მენახა მეთქი ღმერთსვფიცავარ,
რა ესენი მეთქი და
როდესმე გიცდია მას არ დამსგავსებოდითქო ბნელო?
მას, ანუ შენს მკვლელს?
იცი რამდენად რთულია არ დაემსგავსო მას ვინც მოგკლა?
და იცი რა არის მაგაზე შვიდჯერ რთული,
როცა მიხვდები რომ ეს მკვლელი შენ შექმენი მეთქი ბნელო,
სიკდილის პირას ხარ და ეს სიკვდილიც შენვე გამოიგონე ბნელო,
ბნელო მომისმინე და წარმოიდგინე მეთქი
იატაკზე აგდიხარ, ღვიძლიდან სისხლი გდის, საზიზღრად გტკივა და თან იცი, რომ ვინც დაგჭრა, ის შენ შექმენი ბნელო, გონებაში,
ახლა სისხლი გდის და ყველაზე უარესი ის არის, რომ ეს ჭრილობა ნაღდად გტკივა ბნელო,
მკვლელი გამოიგონე მარა ეს ოხერი ისევ გტკივა
მაგრამ არა, არც ეგაა ყველაზე უარესი,
არა ბნელო, მაგაზე უარესი მერე მოდის,
როცა აცნობიერებ, რომ ამ ტკივილისთვის ვერავის დასჯი,
რომ ამ ტკივილს ვერავის დააბრალებ,
არადა ეს დედააფეთქებული კიდე გტკენს
და ზემოდან გაწვება ყველა დანაშაული, რომელიც ამ მკვლელს ბრალდებოდა აქამდე ბნელო
და რადგან უკვე მიხვდი, რომ არ არსებობს,
მისი დანაშაულებიც შენ დაგაწვა ბნელო,
ვისღა აჰკიდებ?
მერე კიდე შენ გაჭირვებას კიდე ეგ უნდოდა ბნელო?
ისედაც სისხლი გდის და დანაშაულიც ზედ გადევს ბნელო
ზედ ამ ღია ჭრილობაზე
ჯანდაბა ბნელო
მსხვერპლიც შენ ხარ და ცუდი ტიპიც.
ეგ კი არა,
გიტარებია ღმერთი ბორდელში და სასაკლაოზე?
იცი რამძიმეა ბნელო?
ბნელო ღმერთსფიცავარ, არაფერია ღმერთზე მძიმე, ბორდელში და სასაკლაოზე,
მარა მაინც მიათრევ ბნელო,
ხელს არ უშვებ,
ჩაბღაუჭებული ხარ,
როგორც პატარა ბავშვი ერთადერთ კამფეტს.
ბნელო რთული ისაა მეთქი
დარჩე სუფთა, სამყაროში, რომელიც მთლიანად სისხლიანია,
სხვისი სისხლი შენ გიწმენდია ბნელო?
სხვისი ცოდვა შენ დაგიბრალებია?
როდესმე თვალები დაგთხრია იმ უსამართლობის ხილვით, რომ მსხვერპლიც კი დამნაშავე ხარ?
ეგკიარა
როდესმე გამოფხიზლებულხარ შენს ხელში დანით,
ვიღაცის მუცელში და გტკენია საკუთარი ღმერთი,
იმ ტკივილზე მეტად, ვიდრე ვინმეს შეუძლია მოგაყენოს ბნელო?
ნეტა იმას მოვეკალიო ბნელო.
ამის დედაც
უსუსური ყოფილხარ მეთქი ბნელო?
ისეთი უძლური,
ღმერთო ჩამისახლდი,
იტვირთე ჩემი ნება,
მე ვერ ვიყენებ,
შენი იყოს ეს ხელები,
მე ვკლავ,
შენი იყოს ეს გონება,
მე ვურევ,
შენი იყოს ეს სული,
იმიტომ რომ მე სადღაც დამესვრებაო?
აი ეს არის რთული მეთქი ბნელო, მანდამდე მისვლა, საიდანაც რთული აღარაფერია, მაგრამ იქამდე ძალიან რთული უნდა იყოს ბნელო,
ისე აზრი არააქ მეთქი.
ბნელომ ჩაიბუტბუტა,
ჩემი მოშორება გინდაო?
ბნელო არ გრცხვენია მეთქი,
რასიძახი
ძმები სამუდამოდ,
მენდე, გაგიყვანმეთქი აქედან.
ბნელოსთვის არასდროს მომიტყუებია.
Leave a Reply