ადამიანების უმეტესობა შეჩვეულია სტატიკურ, განგრძნობით მდგომარეობებს.

ადამიანების უმეტესობა შეჩვეულია სტატიკურ, განგრძნობით მდგომარეობებს.

მაგალითად, თუ დილით ქმართან კამათი მოუვა, მთელი დღე გაღიზიანებულია. თუ მეზობელთან შელაპარაკება მოუვა, ხუთი წელი გაღიზიანებულია მასზე. თუ რაღაც ნეგატიური ამბავი გაიგო, ერთი კვირა მოწყენილია.

მაგრამ, ყველა ადამიანი ასე არაა, განსაკუთრებით უფროსი შვილები, მე მაგალითად ინტერპოლის დონის საიდუმლო რომ მითხრა, შეიძლება მეორე დღეს არ მახსოვდეს.

ასევეა, როცა რაღაც მოვლენას, პატერნს ან მდგომარეობას ვაფასებ და ვამბობ, იცით, ეს სირცხვილია, იცით, მე ვფიქრობ ეს ცუდი ჩვევაა, ეს არ მომწონს, რადგან რაღაცა რააღაცა

მაგრამ, მეორე წუთს შეიძლება ყვავილებს ვრგავდე ან კედლებზე საკურებს ვხატავდე, სულ ვერ დაინახო და გეგონოს მთელი დღე ის ფიქრი დამტრიალებს ესა და ეს პრობლემაა საზოგადოებაში და რა გვეშველებაო.

სიმართლე გითხრათ, მაგარი ფეხებზე მკიდია ვარ, ძალიან მალე ვივიწყებ, გადამივლის ემოცია და რადიკალურ ემოციაშიც ვვარდები, შეიძლება რამე არ მომწონდეს, ორ წამში შემეცოდოს ან გავუგო ან ცვლილება შევიტანო ნარატივში, აქ კი აზრთა იმ დინების ერთი შენაკადი აღვწერო მხოლოდ.

სტატიკურად ნუ აფასებთ ადამიანებს, ყველა ადამიანი ყალიბი არაა, მე თერგივით ვარ ძმაო, ხან იქავარ ხანიქავარ, ვერ მომიხელთებ, ვერ მომათავსებ, დანას ვერ დამარტყამ, ვერ განმსაზღვრავ, ვერ მიწინასწარმეტყველებ, ასე რომ ჩილ

მაგარი არაადეკვატური ადამიანი ვარ, შუა ჩხუბში შეიძლება რომელიღაც ფილოსოფიურმა ან ფსიქოლოგიურმა დეტალმა დამაინტერესოს და იმაზე მსჯელობის განვრცობა მომინდეს, მაშინ როცა აუცილებელია, რომ ადამიანს დავშორდე. ან შეიძლება გამეცინოს რამეზე ან ჩხუბი დამეზაროს და გადავდო დაშორება ან უცბად ახლიდან შემიყვარდეს ადამიანი, მიუხედავად იმისა რომ მაგის არანაირ მიზეზს არ მაძლევს, რაც მინდა იმას ვიზამ ძმაო, ერთი ცხოვრება მაქვს.

ლაიფ იზ ედვენჩა



Leave a Reply

Discover more from Conscious Mind

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading