ნეგატიურიდან კარგის ამოღებაც შესაძლებელია

ხანდახან რაღაც ნეგატიურიდან კარგი რამის ამოღებაც შეიძლება.

მე მაგალითად ისეთი ნარცისი ვარ, ვერ დავუშვებ, რომ ჩემი უბედურება სხვისი ბრალი იყოს, ყველაფერი ჩემი ბრალი უნდა იყოს, ყველაფერი ჩემი ნებაა, მე ვარ ალფა და ომეგა, კარგი ცუდი და ბოროტი, შენ კი არ მატკინე, მე ვიტკინე, შენ კი არ გამახარე, მე გავიხარე, იუ არ ნოუბოდი, აემ ევრიბოდი.

შენ რა ტკივილი უნდა გამოიწვიო ბიჭო,

შენ ხარ ტყეში შველი.

ეგრე ადამიანებისგან დასახიჩრებული მივედი 15 წლის წინ ფსიქოთერაპევტთან და ერთი წელი მეჩალიჩა, რომ ჩემს გონებაში პროსტა აზრი დაბადებულიყო, რომ სხვამ, ვინმემ დამაზიანა და არა ჩემმა თავმა და მაინც ვერ გამიჩინა ეგ აზრი ტიპმა.ბოლოს, მეთქი ეს რა მსხვერპლობას მატენისთქო ამ ბუმბერაზ პიროვნებასმეთქი და წამოვედი დდდ

ჰოდა მეგობრებო, ეხლა რა დაგვრჩენია? ავიღოთ ეს წყეული პატერნი და მოვაშოროთ სარეველა, დავტოვოთ მხოლოდ საღი ღეროები, მოვაშოროთ ნარცისიზმს ამპარტავნება, ილუზიები, ყველა პერსპექტივა, რომელიც ადამიანს აზიანებს და დავტოვოთ მხოლოდ პასუხისმგებლობა, თვითკმარობა, ნების ძალაუფლება, სიმტკიცე, ანუ საღი ღეროები, რომლებიც ნარცისიზმიდან მივიღეთ.

ამიტომ ერთჯერადი შეფასებებით

ვაიმე ის ნარცისი და ტოქსიკური და ვაიმე ის ეგოისტი და ტოქსიკური, ვიწრო აზროვნებაა.

ეგოიზმიდანაც მისწავლია მე საკუთარ თავთან ჯანსაღი დამოკიდებულებები და ბევრი საინტერესო თვისებააქვს ეგოიზმს, გასაწმენდია უბრალოდ ილუზიებისგან და სარეველებისგან, სასაცილო ამპარტავნებისგან და სამარცხვინო სიბრმავისაგან.

ასე რომ, მომეცით ტოქსიკური ადამიანი, რომელსაც განკურნება სურს და გაჩვენებთ რამდენი საღი ღეროა იმ ტოქსიკურ ადამიანში, მას შემდეგ, რაც მას გავწმენდ სარეველებისაგან, თორემ იქამდე არ ჩანს, იქამდე ნაყოფიც არ ხარობს, იქამდე ნუ იმხიარულებთ.

და გახსოვდეთ, სანამ არ მოვა სიკვდილი, იქამდე ნებისმიერ ადამიანში ცვლილებების იმედი და შესაძლებლობა ანთია,

არასოდეს თქვათ, რომ ადამიანები ვერ იცვლებიან.



Leave a Reply

Discover more from Conscious Mind

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading