“deep talk” და ჭორაობა

“deep talk” და ჭორაობა სხვადასხვა რამაა.

როგორ უნდა განვასხვავოთ?

გულწრფელი დაკვირვებით, რა გულით ვამბობთ, რა მოტივით ვყვებით, რა ფორმულირებას ვუკეთებთ, რაზე ვამახვილებთ ყურადღებას, ჩვენს გრძნობებზე გადავცემთ ინფორმაციას თუ სხვისი შეცდომის ხარჯზე ვცდილობთ ჩვენი თავის უკეთესად წარმოდგენას, პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანას ვცდილობთ, თუ ნამდვილად ჩვენს განცდებს ვაზიარებთ.

შენ შეგიძლია მოყვე ამბავი, რომელშიც სხვა ადამიანიც ურევია ისე ეთიკურად, რომ არ გააშავო ის ადამიანი, შენს გრძნობებზე გქონდეს კონცენტრაცია,

მაგრამ თუ თავის მსხვერპლად წარმოდგენა ან სხვაზე მაღლა თავის წარმოჩენა გსურს ან ზედმეტად ბევრი დეტალი მოყევი რაღაც სხვა ადამიანზე, რაც საჭირო არ იყო შენი გრძნობების გასაგებად, მაშინ ეს უკვე ჭორაობაა და არა ღრმა საუბარი და სხვისთვის თავის გაცნობის გულწრფელი სურვილი, უფრო შენ გამოიყენე სხვა ადამიანის შეცდომა თავის უკეთ წარმოსაჩენად.

მეტიც, შენ შეიძლება ამხილო ადამიანი, ისე რომ არ გაჭორო, ღირებულება დაიცვა შენი, ისე რომ არ გაჭორო, გულში არ გქონდეს სიხარული, რომ არასწორად მოიქცა სხვა, მხიარულების და ამპარტავნების განცდები არ მოგდიოდეს, უბრალოდ თქვა, რომ ეს არასწორია.

ზოგადად, თუ იმის გაგება გინდათ რას და როგორ და რატომ აკეთებთ, მაგ დროს საკუთარ გულს უნდა დაუკვირდეთ და არა გონების ინტერპრეტაციებს.

შენ შეიძლება სიმართლე თქვა და მართალი მაინც არ იყო, ქამი ამბობს სიმართლეს, მაგრამ მართალი არ არის, რადგან უხარია მამის შერცხვენა ამ სიმართლით, მიზანი არ აქვს მართალი.



Leave a Reply

Discover more from Conscious Mind

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading