სერიალი gypsy-ბოშა

სერიალი gypsy-ბოშა წარმოადგენს პრეზენტაციას იმისა, თუ რამდენად აუცილებელია ფსიქოანალიტიკოსი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და თუნდაც ქოუჩი მუშაობდეს საკუთარ თავზე.

თუ არა და ხდება ის, რომ მთელი მისი ტრავმები, დაუკმაყოფილებელი სურვილები, მიუღებლობები, პირადი ღირებულებები და მორალური ფასეულობები, საკუთარი ტანჯვები გადააქვს და აირეკლება პაციენტში, პლიუს ამას ანალიტიკოსი ფლობს უნარს მოახდინოს მანიპულაცია პაციენტზე, რომც არ ფლობდეს უნარებს ანუ იყოს ძალიან ცუდი ფსიქოლოგი ან ქოუჩი, თავად ფორმატი მანიპულაციისთვის ხელსაყრელი ფორმაა, ახლავე აგიხსნით.

პაციენტი იხსნება თერაპევტთან, თერაპევტი, როგორც ფიგურა უკვე წარმოადგენს რაღაც დონის ავტორიტეტს, რომც ეჭვი გეპარებოდეთ მასში, რომც არ ენდობოდეთ, ეს ფორმატი უკვე ბუნებრივად აიძულებს თქვენს ფსიქიკას გავლენის ქვეშ მოექცეს.

შესაბამისად, ან თქვენი გონების ექიმი უაღრესად მორალური, ეთიკური ადამიანი და საკუთარი საქმის პროფესიონალია, რომელიც უფრო დიდი მონდომებით საკუთარ თავზე მუშაობს ან თქვენ ვარდებით ავტორიტეტის ხელში, რომელიც ყურებს გიჭედავთ საკუთარი პირადი არეკვლის მექანიზმებით, იყენენს საკუთარ პოზიციას, განზრახ ანვითარებს ტრანსფერს რომ მიეჯაჭვოთ, შესაძლოა არ იცოდეთ, მაგრამ ძალიან მკაცრი საზღვრები აქვს თერაპიას, თუ თერაპევტი გადავიდა დედის როლში, ქალის როლში, მამის როლში ან მმააკაცის როლში თქვენთვის, ჩათვალეთ დასრულდა თერაპია და ნული გასაქანი აქვს რომ დაგეხმაროთ, არამედ უარესდება სიტუაცია, ტრანსფერი ესაა, თერაპიის დასასრული, როდესაც თქვენი მასწავლებელი თქვენთვის ემოციური ობიექტია, ზედმეტ სითბოს ამჟღავნებს ან თქვენ გსურთ ზედმეტი სითბო მისგან და ა. შ.

ამიტომაც, მომრავლდნენ არაპროფესიონალები, ამიტომაც არ უნდა გახდეს ნებისმიერი გონების ექიმი, სანამ საკუთარი ფსიქიკა დამუშავებული არ აქვს, სანამ უკიდურეს ობიექტურ მდგომარეობაში არ შეძლებს ის შესვლას, ის მოახდენს საკუთარი ტრავმების გადმოტანას თქვენზე და ისე, რომ ვერც აცნობიერებენ, არაპროფესიონალი ექიმები ხშირად ხელს გიშლიან გამოჯანმრთელებაში, რადგან არაპროფესიონალი ეჯაჭვება საკუთარ პაციენტს, ამყარებს მასთან მეგობრულ ურთიერთობას და აიძულებს პაციენტს მუდმივად დარჩეს იმ მდგომარეობაში, სადაც ექიმი იქნება ყოველთვის საჭირო.

ეს სერიალიც ამ ყველაფრის პრეზენტაციაა, ჩემთვის სრული შოკი იყო იმის ნახვა, თუ თავისდაუნებურად, როგორ უმრუდებს გზას თერაპევტი პაციენტს, რომ არ დასრულდეს მკურნალობა.

არადა თერაპიის მიზანი ეს დასასრულია, ამ დამშვიდობებისკენ სიარულია თერაპია, თერაპიის მიზანია, რომ პაციენტი და ექიმი ერთმანეთს დაემშვიდობონ, მაგრამ ეს რომ მოხდეს, ამისთვის საჭიროა პროფესიონალი და არა ნებისმიერი დატრავმული ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა გახდეს გონების ექიმი, რადგან მეტი ვერაფერში ჰპოვა წარმატება, ან ეს პროფესია მისთვის უკვე როლია, რომელი როლიც მას ემოციურად ესაჭიროება, რომლითაც გარბის საკუთარი ცხოვრებისგან და ა. შ.

მოკლედ, ვისაც თერაპევტების გეშინოდათ, ეს სერიალი უფრო შეგაშინებთ და ვინც ზედმეტად ენდობოდით ქოუჩებს და გაუგებარი წარმომავლობის ფსიქოანალიტიკოსებს, აუცილებლად დაგაფიქრებთ, იმაზე, თუ ვის ანდობთ საკუთა გონებას.

თუ აქამდე არა, ამიერიდან მაინც დაფიქრდებით, რომ ადამიანი, ვისაც ამხელა ძალაუფლებას მისცემთ, აუცილებლად უნდა იყოს ფხიზელი, უაღრესად ეთიკური და საკუთარი საქმის პროფესიონალი.

შესაძლოა ამ სერიალის ნახვის შემდეგ მაინც მიხვდეთ, რომ თერაპევტი, ან ქოუჩი, რომელიც გაბრაზებული მოგიწოდებთ პოდკასტებიდან, რომ ესა და ის ადამიანები ტოქსიკურები არიან და აშკარაა მათ ხმაში სიძულვილი, არ არიან სანდონი, მათ არ სურთ რომ განგკურნონ, მათ სურთ რომ დაგიმსგავსონ, ისე, რომ ვეღარასდროს გამოხვიდეთ მისი ავტორიტეტის ჩრდილიდან.

მათ ძალაუფლება სურთ, ძალაუფლების წყურვილით შეპყრობილი ექიმი ცუდი ექიმია.



Leave a Reply

Discover more from Conscious Mind

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading