ეკრანი არის ინსტრუმენტი — ბავშვი სწავლობს იმას, რასაც ვაჩვენებთ

წარმოუდგენელი არაპროფესიონალიზმია მშობლების შერცხვენა ფსიქოლოგების მიერ, ზოგადად ადამიანების შერცხვენის, ეგრედწოდებული “შეიმინგის” მოდელი არაპროფესიონალიზმის მეტს არაფერს მოუთითებს.

საკითხი ეხება ისეთ რთულ თემას, როგორიცაა ბავშვები და გაჯეტები. ორი აზრი არ არსებობს, რომ ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანია. ფსიქოლოგების მიერ საზოგადოების ინფორმირება ამ საკითხზე უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ფსიქოლოგთა უმეტესობა სრულიად სამარცხვინო ენას იყენებს მშობლების განათლების მცდელობისას, განგაშის სიგნალებს ურთავს ისედაც ურთულეს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, როგორიცაა მშობელი, რომელიც დილიდან საღამომდე ისედაც იმ ფიქრშია, რომ კარგი მშობელი იყოს და იმას ფიქრობს რა გაუკეთოს უკეთესი საკუთარ შვილებს.

სწორედ ეს არაკომპეტენტური ფსიქოლოგები ახდენენ გაჯეტების დემონიზირებას, რაც თანამედროვე სამყაროში საკმაოდ ბნელი მიდრეკილებაა, სადაც გაჯეტები გახდნენ მნიშვნელოვანი ხელსაწყონი ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათი კატეგორიული გაშავება არაფერს კარგს არ მოუტანს ცივილიზებულ საზოგადოებას.

ამიტომაც ცივილიზებული საზოგადოების და ფსიქოლოგთა ასოციაციის მიზანიც უნდა იყოს ერთადერთი _ ვისწავლოთ გაჯეტების სწორი გამოყენება.

როდესაც ფსიქოლოგები საუბრობენ განსაზღვრული დროის დადგენაზე გაჯეტებთან ურთიერთობისას, თვალების დასაცავად, გამორჩებათ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, თუ მცირეწლოვანი ბავშვი მარტოა თუნდაც ათი წუთით გაჯეტთან, მან შეიძლება ისეტი სურათების ნახვა მოასწროს იმ ათ წუთში, რომ უარესი ზიანი მიადგეს მის ფსიქიკას, ვიდრე ბავშვს, რომელიც მთელი დღე მულტფილმს უყურებს დედასთან ერთად.

ასე რომ, საჭიროა საუბარი გაჯეტების შინაარსზე.

თუ თქვენ ბავშვს ეტყვით

“კომპიუტერი ცუდია და მასში ცუდი რამეები შეიძლება იპოვნო”

ბავშვი მოხვდება ეკრანთან და მოძებნის “ცუდ” რამეებს, რადგან მას ასე წარმოუჩინეს გაჯეტები.

მაგრამ თუ თქვენ ბავშვს ასწავლით, რომ ამ კომპიუტერში ასეთი სასარგებლო რამეებიც შეიძლება ნახო, დინოზავრების ისტორიები მოისმინო, კოსმოსური ამბები მოისმინო, ხატვა ისწავლო, ენა ისწავლო, გაკვეთილებია ათასნაირი, ბავშვი იწყებს მსგავსი ინფორმაციის ძიებას და გაჯეტების აღქმას, როგორც დამხმარე ხელსაწყო.

მაგრამ, ამის ნაცვლად 21-ე საუკუნეში ხდება გაჯეტების დემონიზირება და მშობლების შერცხვენა, რაც ჩემი პირადი აზრით დიდი სიბნელეა თანამედროვე სამყაროში, როდესაც უამრავი ადამიანი უდიდეს განათლებას იძენს ეკრანით, ეკრანით იძენს პროფესიას, როდესაც არსებობს ისეთისაბავშვო პროგრამები, რომლებიც ცივილიზებული სამყაროს ფსიქიატრთა ასოციაციების მიერ აღიარებულია, როგორც ემოციური ინტელექტის განვითარების შესანიშნავ საშუალებად. როდესაც ადამიანებს თავად, ზრდასრულებს სჭირდებათ გაჯეტების სწორი გამოყენების სწავლა, ისევე როგორც ბავშვებს, როდესაც გაჯეტები წარმოადგენენ ძალიან ჭკვიან მასწავლებლებს, დიდი სიბნელეა მათი დემონიზირება.

ამ ბავშვებს ყველა უნარი აქვთ გაჯეტები გამოიყენონ სწორად, უბრალოდ ამისთვის სჭირდებათ ძალიან ჭკვიანური სტრატეგია, მითითება და ბიძგი, მაგალითი იმისა, რომ გაჯეტი არ არის მხოლოდ ნეგატიური ინსტრუმენტი, სადაც მხოლოდ საშინელების ყურება, მასზე დამოკიდებულება და ფსიქიკური ტრავმები შეგიძლია მიიღო, არამედ გაჯეტი წარმოადგენს მომავლის ინსტრუმენტს, რომლის გამოყენებასაც სჭირდება სწავლა და ბავშვთა ფსიქოლოგთა მოწოდებები, სწორედ ამ ხერხების გაზიარებას უნდა ემსახურებოდეს და არა კომუნისტური საზოგადოების მიერ აღფრთოვანებული კომენტარების მოგროვებას იმ საკითხზე, რომ ეკრანი ანტიქრისტეა.

ეკრანი ანტიქრისტე არ არის, ეკრანი საშუალებაა, ინსტრუმენტია, ამ ინსტრუმენტის დანიშნულებას როგორც აგიხსნიან, ისე გამოიყენებ. ასე რომ, თუ შენთვის ეკრანი ანტიქრისტეა, ანტიქრისტეს მეტს ვერაფერს დასერჩავ.

ბავშვი შეიძლება იჯდეს ეკრანთან და ეკრანიდან სწავლობდეს ისეთ მნიშვნელოვან ემოციურ მოდელებს ან ინფორმაციას, რაც ჩვენ არავინ არასდროს გვასწავლა, არსებობს ასეთი პროგრამები, სანამ ბნელი ფსიქოლოგები ისტერიკაში ვარდებიან

“ვაიმე ეკრანთან ბავშვია”

სიამოვნებით დავაჯენდი და ვაყურებინებდი bingo and blue – ს საბავშვო სერიალს, რომლის ყურებისასაც ისე იწვრთნება ადამიანის ემოციური ინტელექტი, რომ მსგავსი გამოცდილება თავად ამ ფსიქოლოგებსაც არ ექნებათ მიღებული.

მე თვითონ, ყოველდღე იმხელა მასალას ვსწავლობ ეკრანიდან, სანამ გარეშე თვალით შეიძლება მოსჩანდეს, რომ ეკრანს ვარ მიშტერებული, მე ოქსფორდის ფსიქოანალიტიკის სილაბუსს ვკითხულობდე წიგნების მოსაძიებლად, რომელთა უმეტესობაც ასევე მხოლოდ ინტერნეტში მოიძებნება.

გაჯეტების სწორ გამოყენებაზეა საჭირო ლექციები და არა მათ დემონიზებაზე.



2 responses to “ეკრანი არის ინსტრუმენტი — ბავშვი სწავლობს იმას, რასაც ვაჩვენებთ”

  1. იმიტომ ვერ იტანს საზოგადოება ფსიქოლოგებს რომ ადამიანების შერცხვენის და აბსურდული იდეებით აპელირების მეტს არაფერს აკეთებენ, არაპროფესიონალიზმის პიკია.

  2. მერე ხალხი ეკითხება ხოლმე
    “თქვენ გყავთ შვილები”?
    და ბრაზდებიან, ვაიმე ეგ რა შუაშიაო, და არცერთს შვილები არ ჰყავს.
    აბსურდს რომ აპელირებ იქიდან ხალხი ხვდება, რომ არანაირი ბავშვთან ურთიერთობის გამოცდილება არ გაგაჩნია და რეალობას მოწყვეტილი ხარ, თორემ უფრო რეალისტურ გამოსავლებს შემოგვთავაზებდი, ვიდრე ყველა ეკრანის გამორთვაა სამუდამოდ.

Leave a Reply

Discover more from Conscious Mind

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading