როგორც ვზოგავთ ელექტროენერგიას, რადგან შემდეგ გვიწევს დახარჯული ენერგიის საფასურის გადახდა, ისევე სჭირდება დაზოგვა ადამიანურ ენერგიასაც, რადგან ადამიანურ ენერგიას აქვს ლიმიტი და მის ხარჯვას საფასური.
ამ გადმოსახედიდან, სტრესი წარმოადგენს ენერგიის ხარჯვის მექანიზმს, როგორც გვჭირდება, რომ ჩავრთოთ სარეცხის მანქანა, ისე გვჭირდება ჩავრთოთ სტრესი შესაბამის სიტუაციებში.
სტრესი ორგანიზმის მობილიზებაა საფრთხესთან გასამკლავებლად, ეს ძალიან ძველი, არქაული მექანიზმია, რომელიც გვატყობინებს, რომ ახლა დასვენების და განვითარების დრო კი არა, გადარჩენაზე ფიქრის დროა.
ასე რომ, როცა ტვინი საფრთხეს აღიქვამს, აქტიურდება ეიჩპიეი ღერძი და სისხლში გამოიყოფა გადარჩენის ჰორმონები, ადრენალინი და ნორადრენალინი, აჩქარებენ გულისცემას, ჭიმავენ კუნთებს, გვამზადებენ მოქმედებისთვის. კორტიზოლი, რომელიც გლუკოზის დონეს წევს სიხლში, ანუ, კუნთებს მეტი ენერგიით ამარაგებს და თან აჩერებს იმ ფუნქციებს, რომლებიც გადარჩენისთვის საჭირო არაა, მაგალითად საჭმლის მონელება და ა. შ. ამიტომაა, რომ საჭმლის მონელების პრობელმები, ხშირად ნიშნავს, რომ ორგანიზმი სტრესშია, გადარჩენისთვის იბრძვის და გამორთული აქვს გადარჩენისთვის არასაჭირო ფუნქციები.
სტრესი ჯანსაღი და საჭირო რეაქციაა საფრთხის დროს, პრობლემა იწყება იქ, სადაც ირთვება ქრონიკული გადარჩენის რეჟიმი, როცა ტვინი ვეღარ ანსხვავებს ფიზიკურ საფრთხეს და ფსიქოლოგიურ საფრთხეს შორის განსხვავებას, ქმნის საფრთხის ილუზიას ან გაზვიადებას და სხეულს მუდმივად სტრესის ჰორმონების ქვეშ ამყოფებს, ხოლო გადარჩენისთვის არასაჭირო ფუნქციებს თიშავს.
ამ დროს ადამიანის ენერგია მთლიანად ხმარდება ხვალამდე მიღწევას, გადარჩენის რეჟიმის დანიშნულებაა მიაღწიოს ხვალამდე, რაც იწვევს სხეულის გამოფიტვას, უძილობას, შფოთვით აშლილობებს და სხვა ფსიქოსომატურ გამოვლინებებს.
სტრესისგან განსათავისუფლებლად საჭიროა სტრესის რეალიზება, ესეიგი სტრესის ციკლის დახურვა. ევოლუციურად სტრესის ჰორმონები ფიზიკური საფრთხის გასამკლავებლადაა წარმოქმნილი, მაგრამ თანამედროვე სტრესორები, მაგალითად უხეში კომენტარი, სოციალური შფოთვა, ათასი საფიქრალი და პრობლემა ჩვენ სტრესის სტატიკურ მდგომარეობაში გვტოვებს, ესეიგი გამუდმებულ სტრესში.
სტრესის დასახურად საჭიროა ორგანიზმს შევატყობინოთ, რომ საფრთხემ ჩაიარა.
რადგან, ადრ ნალინი და კორტიზოლი კუნთებს ამზადებს მოძრაობისთვის, ესეიგი გასაქცევად, საბრძოლველად, თავდასაცავად, ყველაზე ბუნებრივი რეალიზებაა მოძრაობა, ვარჯიში,სირბილი, სიარული. ეს მოქმედება ტვინს აძლევს შეტყობინებას, რომ ბრძოლა შედგა, შენს მიერ გამომუშავებულ საბრძოლველ ჰორმონებს მიეცათ საშუალება ნამდვილად მოსულიყვნენ მოქმედებაში, რაც სტრესის ციკლს ხურავს, რადგან სტრესმა შეასრულა საკუთარი ფუნქცია, მოემზადა მოძრაობისთვის, იმოძრავა და დასრულდა. ამიტომ კმაყოფილი და გამარჯვებული ორგანიზმი გამოყოფს ენდორფინებს, ბედნიერების, კმაყოფილების ჰორმონებს.
სტრესის დროს სუნთქვა ხშირდება, ღრმა სუნთქვა ტვინს აწვდის ქიმიურ სიგნალს, რომ საფრთხე აღარ არსებობს, მე უკვე მშვიდად ვსუნთქავ, აღარ მჭირდება სტრესის ჰორმონები, ჩაიარა საფრთხემ.
ამ სტრესის ვერბალიზება, საუბარი სტრესის შესახებ, წერა სტრესის შესახებ, წერითი პრაქტიკები გონებას ეხმარრბა ემოციები ინფორმაციად გადააქციოს, ეს პროცესი შიშს ამცირებს, ჰიპერაქტივობას და გვაბრუნებს გონების რაციონალურ რეჟიმში, ესეც სტრესის დახურბის მექანიზმია, შეტყობინება ტვინისათვის, რომ საფრთხემ ჩაიარა.
ნებისმიერი შემოქმედებითი საქმიანობა საშუალენას გვაძლებს შინაგანი სტრესები და დაძაბულობები ფორმაში გამოვიტანოთ, სუბლიმაცია და გარდაქმნა მოვახდინოთ, ვიზუალურად წარმოვიდგინოთ, ენერგეტიკულად წარმოვიდგინოთ, ფურცელზე გადავიტანოთ, ვდისტანცირდეთ, დავაკვირდეთ და სილამაზეც კი დავინახოთ მასში, ესეც სტრესის მართვის ფორმაა.
თუ არა და სხეული იჭედება გადარჩენის რეჟიმში, კუნთები ქრონიკულად დაძაბულია, სხეული ქრონიკულად დაღლილია, ენერგია მოჭარბებულია, მაგრამ არ რეალიზდება, შესაბამისად ჰიპერაქტიულია, ან საკუთარ ორგანიზმს ესხმის, არ აძინებს, არ აძლევს სიმშვიდის უფლებას, ვითარდრბა დეპრესია, დაბალი თვითშეფასება, იმპულსურობა, პანიკური შეტევები, შფოთვითი აშლილობები და მილიონი სომატური პრობლემები.
ერთი რაც ყველა ადამიანმა აუცილებლად უნდა იცოდეს არის ის, რომ ჩვენს ენერგიასაც სჭირდება დაზოგვა, ასე რომ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რაზე მოვახდინოთ სტრესული რეაგირება, სტრესი უნდა გახდეს ჩვენი გონიერი არჩევანი, შესაბამისად, უნდა ვმართოთ, თუ რა პრობლემა არ საჭიროებს თვითგადარჩენის რეჟიმის გააქტიურებას, რა არის რეალურად საშიში, სად არის რეალური საფრთხე და სად გვემართება ძალის გადაჭარბება, ანუ ჩვემ უნდა გავაცნობიეროთ, რატომ ვრთავთ ლომთან საბრძოლველ ინსტიქტებს მაშინ, როდესაც გადასახდელი გვაქვს კომუნალური, რატომ გვჭირდება ფიზიკუი დაძაბულობა, გაქცევისთვის მომზადება, ფიზიკური ძალის მობილიზება, კუნთების მარიაჟი, როცა საქმე ეხება ფსიქოლოგიურ შეწუხებულობას, ერთი სიტყვით, რატომ ვიღებთ იარაღს, როდესაც მოკვლით არავინ გვემუქრება და უბრალოდ მეზობელმა გვითხრა საყვედური, მეგობარმა გაგვიკეთქ არასასურველი კომენტარი, ვიღაცას არ მოვწონვართ და ა. შ. რატომ ვაიძულებთ სხეულს ასეთ დროს, რომ მოემზადოს ფიზიკურად გადასარჩენად.
აი ახლა, შენ, ამის მკითხველი, რომელსაც რაღაც ფიქრი გაწუხებს, რატომ გამოყოფ ტვინში ჰორმონებს, რომლებიც მამონტებთან საბრძოლველად გჭირდება და არა ფიქრებთან გასამკლავებლად, ამაზე უნდა ვიფიქროთ და გადავწყვიტოთ, ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ როდისაა აუცილებელი სტრესის აქტივაცია. რადგან თუ თქვენ მუდმივ სტრესში ხართ, ეს ნიშნავს, რომ გამორთული გაქვთ ყველა ფუნქცია, რომელიც საჭიროა ყოველდღიურობაში, მაგრამ საჭირო არაა მამონტთან საბრძოლვლად, თქვენ კი წარმოსახვით მამონტს ებრძვით, სანამ ორგანიზმი გეხვეწებათ ჩართოთ ყოველდღიურობაში საჭირო ელემენტარული ფუნქციები.
Leave a Reply