მერამდენე წელია რომ იმეორებენ, “დაფიქრდი ვის აწყობს შენი სიტყვები”
და დღეს აკვირვებთ, რატომ დავაკავშირეთ ეს საკითხი ქალთა მიმართ ძალადობას.
იმათ საყურადღებოდ ვამბობ, იმიტომ დავაკავშირეთ, რომ ზუსტად დავფიქრდით ვის აწყობს თქვენი სიტყვები და მივხვდით, რომ აწყობთ მოძალადეებს.
რადგან ქალთა მიმართ ძალადობის პირველი და საყოველთაოდ გავრცელებული მეთოდი ზუსტად ქალზე აღქმის განძარცვაა ქალურობისაგან, სქესისაგან.
მე პირადად ჩემი ყურით მსმენია და დარწმუნებული ვარ ყველას გსმენიათ მოძალადის სიტყვები:
“სუფრაზე მეუზრდელა ძმაკაცების წინ და მე მთვრალი ვიყავი, იმიტომ დავარტყი”
“ნახევრად შიშველი დადის ეგ ქალი არ არის, იმიტომ დავარტყი”
“ქალივით არ იქცეოდა და იმიტომ დავარტყი”
ნეეეებისმიერ ოჯახსა და ნათესაობაში, სადაც ქალზე ძალადობა მიმდინარეობს, მოძალადე მამაკაცი აქტიურად ცდილობს მსხვერპლი განძარცვოს ქალური ნიშანთვისებებისაგან, ის მუდმივად ჩააგონებს გარშემომყოფებს, რომ მსხვერპლი ქალი არ არის, ქალურად არ იქცევა და ამიტომ იცემება და ნათესავებიც ხმას ვერ იღებენ, რადგან ეს მსჯელობა ძლიერი მანიპულაციაა და მონათხრობიდან გამომდინარე, თავადაც ვეღარ ამართლებენ მსხვერპლს, რომელიც არც თუ ისე იშვიათადაა, რომ მართლა იქცევა არაეთიკურად, შეაგინებს ან გააღიზიანებს, ან არ აცვია მოძალადის მოსაწონი სამოსი, ასეთ შემთხვევებში მოძალადე აგრძელებს ძალადობას, რადგან მან მიაღწია საკუთარ მიზანს, ქალი განძარცვა ქალურობისაგან ყველას თვალში და ეს გავრცელებული მეთოდია და იმეორებს ყველა მოძალადე.
ზუუუუსტად იგივე მეთოდით, სისტემატიურად გაუპატიურების მსხვერპლი ბავშვი გოგონა განიძარცვება ქალურობისგან, გადაიქცევა სტიგმად, ქალად რომელიც ქალი არ არის, იმნაირია უკვე იმნაირი, მასთან არ შეიძლება მეგობრობა, გავლა, მისი დაცვა, რადგან მოძალადემ მოახერხა საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ ეს ქალი ქალი არ არის. მოახერხა ის, რომ საზოგადოება უყურებს გაუპატიურებულ ქალს და მასში ქალს ვეღარ ხედავს.
ის ადამიანები, რომლებიც მერამდენე წელია მთავრობის მიერ აქტიური ბულინგის მსხვერპლები არიან, აქტივისტები, რომელთა განძარცვასაც ქალურობისაგან აქტიურად ეწევა პარტია, რომ გაამართლოს მათზე ძალადობა, რომ ისინი ვეღარ აღიქვან ქალებად, რომ მათი დალურჯებული სახე ყველას ეკიდოს, რადგან იწიკვინა, შეიგინა, შეაფურთხა, ამიტომ იმსახურებდა, ის ქალები მაინც როგორ ვერ ხვდებით, რომ ეს ძალადობის ნორმალიზების სტანდარტული მოდელია.
და უფრო იმას როგორ ვერ ხვდებით ვის აწყობს თქვენი სიტყვები ახლა, მე გეტყვით ვის აწყობს, მოძალადეებს, რომლებიც თქვენს კომენტარებს კითხულობენ, თქვენს პოსტებს კითხულობენ და ამბობენ, აი, ზუსტად ეგრე იქცევა ხოლმე ჩემი ცოლიც აი ეგეთი ქაჯობები რომ იცის იმიტომ დავარტყი აბა გიჟი კი არ ვარ ჰეჰ.
ასე რომ თქვენც იფიქრეთ ხანდახან ვის აწყობს თქვენი სიტყვები,
ქალზე ძალადობის ნებისმიერი გამართლება პირდაპირი წახალისებაა მოძალადეების, რომლებიც ხვალ ცოლს უფრო მშვიდად ცემენ, რადგან გაახსენდებათ თქვენი სიტყვები, რომ ქალის სტანდარტიდან ამოვარდნილი ქალის ცემა, არაქალური ქალის ცემა, უზრდელი ქალის ცემა, უტვინო ქალის ცემა ან ბოზი ქალის ცემა დასაშვებია, მოსაწონია და გმირულია.
არა, არანაირი ქალის ცემა არ არის დასაშვები, მითუმეტეს როცა ორანგუტანგი ხარ
Leave a Reply