რამე გონივრულს თუ იტყვის ვინმე, ხალხი არ უსმენს. მაგალითად, სადღაც შვიდი წლის წინ, საზოგადოების ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ვწერდი, იმაზე რომ ჩვენ ვცხოვრობთ ფსიქიკურად არამდგრად ან კლინიკურ პაციენტებს შორის, რომლებიც არ მკურნალობენ, რომელთა ფსიქიურ პრობლემებსაც ხელს აფარებენ ნათესავები, რადგან ცნობიერება დაბალია, რომ ეს ადამიანები არიან სახიფათო და საზოგადოება სადაც ნორმალიზებულია ფსიქოზი არის სახიფათო და ქალბატონმა კომენტარებში რაიყოვო ყველა დასაწვენი ვყოფილვართო, შენ რომ შეგეკითხონო.
ფაქტია, რომ ცნობიერება დაბალია,
ფაქტია, რომ ფსიქიკურ პაციენტებს, შიზოფრენიის დიაგნოზით ვიზებს აძლევენ, პრავას აძლევენ და იარაღითაც დასეირნობს.
ფაქტია, რომ ყველას ფეხებზე ჰკიდია ფსიქიკური ჯანმრთელობა და მერე უკვირთ, ვიღაცა რატომ მოკლეს, ვიღაცა რატომ ცემეს და ვიღაცა რატომ გააუპატიურეს.
იმიტომ რომ არაჯანმრთელ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, აი ამიტომ, ამიტომ შეუძლია მოსახლეობას იყოს მოძალადე, აგრესიული, უზრდელი, შიზოიდი, ნერვიული და კრიმინალი.
და როდესაც ჩვენ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე და ცნობიერების ამაღლებაზე ვსაუბრობდით, გვეუბნებოდნენ, ეგ როდის იქნება, აუ ეგ როდის მოხდება, ეხლა საქმე საქმეზეა მიმდგარი და გავიდა ჰა შვიდი წელი, ამ შვიდ წელიწადში რამდენ ადამიანს შეეძლო საკუთარ ფსიქიკაზე ემუშავა, ცნობიერება გაეფართოებინა, საკუთარ ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე ეზრუნა, ძალიან ბევრს, ეს შვიდი წელი მაინც გავიდა, დღესაც საქმე საქმეზეა მიმდგარი, დღესაც არაა ფსიქოლოგიის და ცნობიერების დრო, ისევ გავა შვიდი წელი, ისევ არ იქნება ფსიქოლოგიის და ცნობიერების დრო და კი გარდაიცვლები ამასობაში.
ასე რომ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის და ცნობიერების ამაღლების დრო არის ყოველთვის, განათლების და განვითარების დრო არის ყოველთვის, საკუთარ თავზე მუშაობის დრო არის ყოველთვის, თორემ შვიდი წლის წინ რომ მოძალადეებს ებრძოდი, ახლა თავად გახდი უკვე მოძალადე, ეს მოხდა შვიდ წელში, უკვე ვეღარ იჭერ ნერვებს, უკვე ფსიქოზი გაქვს, რადგან შენ რომ გკითხონ საკუთარ თავზე მუშაობის დრო არასდროსაა და მე რომ მკითხონ ისევ ყველა დასაწვენია.
დამოკიდებული, დასტრესილი, დაავადებული, ცნობიერება დაწეული, ღირებულებებდაკარგული და დეგრადირებული საზოგადოება შესაფერის სიმშვიდეს არ უნდა ელოდეს განვითარებისთვის, ნებისმიერი წამი შესაფერისი დროა იმისთვის, რომ გამოიღვიძო.
პირიქით, რაც უფრო არადროულია და შეუსაბამოა, რაც უფრო ავადაა სოციუმი, მით უფრო საჭიროა და მით უფრო აუცილებელია შენი ჯანმრთელობა, შენი ცნობიერობა და შენი სიფხიზლე.
Leave a Reply