ფანატიკოსობა გონივრულობის წინააღმდეგ

ეს რაიცის ამ ხალხმა ესეიგი, მთავრობის ჩათვლით, გამოვლენ და აი ევროპაში უფრო ცემეს და აქ იმასთამ შედარებით არაფერი მომხდარა, აი იქ უფრო მაღალი ფასებია და ჩვენი უფრო დაბალია, აი სამაგიეროდ იქ ცუდი ჰაერია და აქ კარგი ჰაერია, ერთხელ იყო კიდე სიკვდილით დასჯაზე მიდიოდა საუბარი და მეთქი ქრისტიანი ერი სიკვდილით დასჯის კანონს არ უნდა განიხილავდეს მეთქი და გადაირიენ, აბაა ამერიკაში რომ არის მიღებული, განვითარებულ ქვეყანაშიო.

ერთი რამ უნდა შევიგნოთ ვაფშე ყველამ, ევროპისმიმართ კეთილგანწყობილებმაც და ბოროტადგამწყობილებმაც, ქრისტიანებმაც ათეისტებმაც, პატარებმაც და დიდებმაც, რომ მხოლოდ კომპლექსიან ადამიანს, თვითშეფასება დაგდებულ ადამიანს შეიძლება მოსწონდეს მეზობლის აბსოლუტურად ყველაფერი ან სძულდეს მეზობლის აბსოლუტურად ყველაფერი, ესაა შავთეთრი აზროვნება და ცდება ინტელექტუალურ ან ობიექტურ განსჯას.

რატომ არაა თქვენს გონებაში დაშვება ან მთავრობის გონებაში დაშვება, რომ ქართველი შესაძლოა საჭიროებდეს უკეთესს, ვიდრე ამერიკაში ან ევროპაშია, ფიქრობდეს და განსჯიდეს უკეთესად, ვიდრე განვითარებული ქვეყნის მთავრობა ან მოსახლეობა, ეს დაშვება რატომ არაა გონებაში, რომ არსებობს საკითხები, რაშიც ქართველი შეიძლება უფრო მაღალ სტანდარტზე აზროვნებდეს.

არა, რადგან განვითარებულ ქვეყანაში გადაუარეს, ესეიგი კარგია გადავლა, რადგან ამერიკაში მოკლეს, ესეიგი მოკვლა მაგარია, რადგან ევროპაში კანონი მიიღეს, მაინცდამაინც კარგი კანონია, მე პირადად ცხოვრებაშიც შევუწუხებივარ ამ აზროვნებას, სულ ასე იყო, დამისახავდნენ რაღაც პედესტალად და კუმირად და მერე მართლა კლდიდან რომ გადავმხტარიყავი ყველაფერს იმეორებდნენ და ვბრაზობდი მეც, იმდენ კარგს ვამბობ და ვაკეთებ და რაღა ის ცუდი გადაიღეს მეთქი მაიმცდამაინც, მაგრამ არა, რადგან თამთამ თქვა მაგარია, თამთა თუ დეპრესიაში იყო, დეპრესიაც მაგარია და ა. შ.

არ არის ასე, ობიექტურად უნდა იმსჯელოს ერმაც და მთავრობამაც, მოიშოროს ეს საცოდავი კომპლექსი, რომ ყველაფერში გოიმი ჰგონია საკუთარი და სხვისი ყველაფერი საოცარი და მისაბაძია, არ არის ასე, იმ დღესაც ოთხოზორიამ რომ ევროპა გააკრიტიკა რაღაცაში, კომენტარებში გარეკეს ტიპებმა,

ბიჭო, რაღაცაში ევროპამ მაგრად გაუტია და ეს ფაქტია, რაღაცაში რუსეთი რაღაც საშინელებას ჩადის და ეს ფაქტია, რაღაც მხრივ ამერიკა მაგარი ბანძი ქვეყანაა და ეს ფაქტია, რაღაც მხრივ საქართველოს აქვს უდიდესი პრობლემები და ეს ფაქტია და ამ პრობლემებზე საუბარი შავთეთრი აზროვნების დასანგრევად ძალიან სასარგებლოა და პირზე ნუ ახტებით ყველას, ვინც რაიმე კრიტიკულს იტყვის ნებისმიერ რამეზე, რადგან თქვენი კუმირი აქ ცუდად წარმოჩინდა რაღაც და თქვენ როგორც არარაობებმა აუცილებლად უნდა დაიცვათ თქვენი ღმერთი, არასწორია ეს, საშინლად არასწორია და საშინლად ავიწროებს ცნობიერებას. ობიექტური მსჯელობა უნდა შეგეძლოს.

ნუ გახდებით ხოლმე ფანატიკოსები, როდესაც ვიღაცას, რაღაცას იცავთ, უფრო გაგიფართოვდებათ თვალსაწიერი, თუ გეცოდინებათ და აღიარებთ კრიტიკულ კონტექსტსაც იმასთან მიმართებაში რასაც ეთაყვანებით.

ზოგადად, არავის მოსწონს ეს, მაგრამ ყველა მთავრობა ხალხს იმეორებს, ხალხი თუ ბრმად აფანატებს რაღაცას, მთავრობაც ისეთი ბრმა ეყოლება რათქმაუნდა, ხოლო თუ ხალხი გააცნობიერებს, რომ შეიძლება იმაზე უკეთ განსჯიდეს, უკეთესს მოითხოვდეს და უკეთესი ჰქონდეს რაღაც, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებს, მთავრობაც ვეღარ იტყვის აი იმასთან და ამასთან შედარებით მაგრები ვართო.

შენ ადარებ და ასე აძლევ მას ბერკეტს, უპოვნოს სუსტი მხარე შენს ღმერთს და გაგაშაოს, სუსტი მხარე კიდევ ყველას აქვს.

ამიტომ უნდა უთხრა, რომ ფეხებზე გკიდია რახდება სხვაგან, შენ გსურს და ფიქრობ გონივრულს და ამბობ იმიტომ რომ გონივრულია და არა იმიტომ რომ ევროპულია ან ქართულია.

მე ფეხებზე მკიდია სად რა ხდება, თუ გონივრულ განსჯას ეწინააღმდეგება ამერიკა, ევროპა, რუსეთი თუ საქართველო ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს არაგონივრულია, ამაზე თქვა მამარდაშვილმა, რომ ჭეშმარიტება უფრო უყვარდა, ვიდრე სამშობლო და გულისხმობდა, რომ მიკერძოებული არ იქნება მაშინაც კი თუ სამშობლო საკუთარი ღირებულებების და ღმერთის წინააღმდეგ მოსთხოვს წასვლას, ის წავა “სამშობლოს წინააღმდეგ”. ეს არის თავისუფალი მსჯელობა და ესაა პროგრესის ერთადერთი გზა.



2 responses to “ფანატიკოსობა გონივრულობის წინააღმდეგ”

  1. ზოგადად ფანატიზმი სიყვარულს გამორიცხავს საერთოდ, ადამიანზეც ეგრეა, თუ ვინმე თრიგერდება ყველაფერზე, რასაც მის სატრფოზე იტყვიან, მას არ უყვარს საკუთარი სატრფო, უბრალოდ აფანატებს, ნამდვილად შეყვარებული ადამიანი იტყვის, რომ კი მას აქვს სუსტი მხარეები, ის ხანდახან საშინელია, მაგრამ მე მაინც მიყვარს, ესაა სიყვარული

  2. სამშობლოზეც ასეა, ხალხზეც ასეა, ჩემი ხალხი და ჩემი სამშობლო ხანდახან ძალიან პრიმიტიულია, ხანდახან ძალიან მოღალატეა, მუდმივად ერთმანეთს ებრძვიან, მუდმივად კუდაბზიკობენ, კომპლექსიანია ჩემი სამშობლო და სულ სხვისი პუდრა და სხვისი ქვეყანა მოსწონს, საკუთარს არ აფასებს, თუ სადმე თავისიანს გონიერს და კარგს დაინახავს, ეგრევე შურით აღივსება, ჩემი სამშობლო საკუთარ ღირებულებებს ვერ იცავს,
    მაგრამ მე მაინც მიყვარს, რადგან სიცოცხლისუნარიანია, რადგან სულ სამართალს ეძებს, რადგან სულ ჭეშმარიტების ძიებაშია, სულ იბრძვის და სულ იბრძოდა, კბილებით ატარა საკუთარი ღირებულებები და ღმერთი, რომ ჩემამდე მოეტანა და ეხლა მე მქონოდა ის, რაც პლანეტაზე ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს, ამიტომ მინდა განვითარდეს და არ სძულდეს საკუთარი თავი, საკუთარი ღირსებები და ნაკლები დაინახოს და საკუთარ სიმაღლეზე იდგეს, ამიტომ ჩვენ სიყვარულით უნდა მივუდგეთ ყველას, მითუმეტეს ჩვენიანს, კი არ უნდა გავლანძღოთ, მოვკლათ და გავაძევოთ, სიყვარული უნდა ვაჩვენოთ, რადგან ყველა სასოწარკვეთილი და გაბოროტებული ადამიანის უკან დგას უსიყვარულობა, ვიცი, ეს ყველას არ ესმის, იდეალიზმი ჰგონიათ, რადგან არასდროს გამოუცდიათ, რომ ნამდვილი სიყვარული ეჩვენებინათ მოძულებული ადამიანისთვის, ამიტომ არ დაუნახავთ რა შეუძლია, როდესაც საკუთარ ეგოს სწირავ სიყვარულს, რამდენი შესაძლებლობები იხსნება, რამხელა ტრანსფორმაციებს იწვევს ნამდვილი სიყვარული, მაგრამ ამის გარდა არაფერი მუშაობს და ველოდები როდის გაიხსენებს ამას ჩემი ქვეყანა, იმას როდის გაიხსენებს, რაზეც ყველა ქართული ტექსტი ესაუბრება.

Leave a Reply

Discover more from Conscious Mind

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading