პატრიოტიზმი ქვეყნის სიყვარული არაა, პატრიოტიზმი ხალხის სიყვარულია. იგივენაირად, შენ შესაძლოა გიყვარდეს ურთიერთობა, რომელიც ვიღაცასთან გაქვს, მაგრამ არ გიყვარდეს ის ადამიანი, რადგან სიყვარული არის მოქმედება მეორე ადამიანის მიმართ, სიყვარული გრძნობა არ არის, როდესაც ჩრდილში დაჯდები, ნიავი მოგიბერავს და უცბად წამოიძახებ, “ო როგორ მიყვარს ჩემი სამშობლო”, ან ადამიანთან ერთად რაღაც ბედნიერი მომენტი შეიქმნა და უცბად წამოიძახებ “ო როგორ მიყვარს ეს ადამიანი”,
ეს არაა სიყვარული, სიყვარული მოქმედებაა და მოქმედებ მაინცდამაინც არაა ა პუნქტიდან ბე პუნქტამდე მისვლა, გონებრივი და სულიერი მოქმედებაა სიყვარული, როდესაც ვიღაც საშინლად გეუხეშება და შენ საკუთარი სიმართლის მტკიცების ნაცვლად იმას იფიქრებ, რა ჯობია ჩვენთვის ორივესთვის ახლა, რა ჯობია მისთვისაც და ჩემთვისაც ახლა, რა მტკივა მე და რა ტკივა მას და როგორ შეიძლება ეს ტკივილი მოვაშუშოთ და არ ვიქცეთ მტრებად, რადგან მე მიყვარს ეს ადამიანი და არა ჩემი სიმართლის მტკიცება, ესაა სიყვარული.
პატრიოტიზმიც ესაა, ხალხის სიყვარული, ეს ხალხი თუ დანევროზებულია, ეს ხალხი თუ არასწორია, ეს ხალხი თუ ჭკუიდან შეიშალა, რა არის პატრიოტიზმი? გამოუდგე და ლანძღო? აი ევროპაში რა კარგი ხალხია და თქვენ რა ცუდები ხართო უძახო? მშობლები რომ გეუბნებოდნენ აი შენი დაძმა და მეზობლის ბავშვი რა კარგია და შენ ცუდი ხარო მოგწონდა? არ მოგწონდა, ჰოდა შენც არ უნდა მოიქცე ასე.
თუ შენი ხალხი გაუნათლებელია, დანევროზებულია და ღმერთი დავიწყებია, უნდა გაანათლო, უმკურნალო და ღმერთი აპოვნინო, ესაა პატრიოტიზმი, შენი ხალხის სიყვარული და არა ყბადაღებული სამშობლოს, იდეის სიყვარული, მირაჟის სიყავრული, წარმოდგენის სიყვარული არასდროს ყოფილა პატრიოტიზმი, ყველა დიდი პატრიოტი იმით იყო პატრიოტი და დიდი, რომ მას საკუთარი ხალხი ნამდვილად უყვარდა და არა მხოლოდ საკუთარი ბაბლი და საკუთარი პარტია და საკუთარი სამეზობლო, არა, იმათ ყველა უყვარდათ და ზრუნავდნენ ყველასათვის, ესაა პატრიოტიზმი.
მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი, არათუ აღარ ხართ პატრიოტები, არამედ კიდევ აქეთ ებრძვით პატრიოტიზმს, მაგალითად თუ მე ერთი პარტიის წარმომადგენლის მიმართ ვარ კეთილგანწყობილი, ეგრევე ქოცს მეძახით, თუ მეორე პარტიის წარმომადგენლის მიმართ ვარ კეთილგანწყობილი ეგრევე ნაცს მეძახით.
თუ არ შევიძულე ადამიანები თქვენ მიძულებთ მე.
თქვენ მე პირდაპირ და ღიად მთხოვთ რომ მძულდნენ ადამიანები.
რატომ?
ჯერ ერთი ქრისტიანი ვარ და თუ შენ ქრისტიანული აზროვნების წინ მიდგები ჩემთვის შენ ხარ უგუნური, მერე მეორე, იქნებ მე პრობლემის მოგვარება მაინტერესებს და არა მტყუანმართლის გარჩევა? და რომ მოვაგვარო პრობლემა უნდა მოვუსმინო და მიყვარდეს, სხვანაირად ვერ მოვაგვარებ, სიძულვილით, ლანძღვაგინებით და ცემატყეპით ვის რა მოუგვარებია? ვის რა პროგრესი მიუღწევია ან რომელი ხალხი გადარჩენილა, რომელსაც საკუთარი ხალხი სძულს, არცერთი. სიძულვილით აღვსილი ნებისმიერი ადამიანი და ნებისმიერი ხალხი დასაღუპადაა განწირული. ამასვე ამბობს ადამიანის ფსიქოლოგიაც და სოციალური ფსიქოლოგიაც.
Leave a Reply