საზოგადოება რომელიც ვერ აცნობიერებს პასუხისმგებლობას მეორე ადამიანის მიმართ

მე ხომ ბევრი დედმამიშვილი მყავს და ხშირად მხვდება ხოლმე რილები უფროსი შვილის, შუათანას და უმცროსი შვილის ფსიქოტიპებზე, ბევრი რამეც ემთხვევა და ბევრზეც ვხალისობთ ხოლმე.

მაგრამ, მე ვფიქრობ, ფსიქოტიპს გარემო აყალიბებს, ამ როლებს სიტუაცია ქმნის, რათქმაუნდა არსებობს ინდივიდუალური ინდექსი და დიდ როლს თამაშობს ადამიანის ჩამოყალიბებაში, მაგრამ გარემოს ზეგავლენაც ძალიან დიდ როლს თამაშობს.

წეღან შემხვდა ვიდეო, რატომ არავინ გამაფრთხილაო, რომ სანამ პატარას ვაძინებ, უფროსი შვილი ტირილით დამელოდებაო, იმას როდის დავაძინებო.

ძალიან რთულია მშობლობა, ძალიან რთულია, განსაკუთრებით მრავალშვილიანობა, მაგრამ ფაქტია, ბავშვი თუ ეჭვიანობს, მას დააკლდა მზრუნველობა, ხშირად უფროს ან შუათანა შვილის ფსიქოტიპს უკავშირებენ ამგვარ ქცევას, მაგრამ თუ სიყვარულის სწორი გადანაწილება მოხდებოდა, არ წარმოიქმნებოდა ეს პრობლემა, ფსიქოტიპებს სიტუაციები ქმნის, დედა გადართულია პატარაზე, რადგან ის დაუცველია, ამდროს ყურადღება შეიძლება მოაკლდეს სხვა შვილებს, ამ დანაკლისმა კი შექმნას მსგავსი ეჭვიანობის სცენა.

ერთი სიტყვით, მეტი მცდელობა მშობლობაში, საწინდარია იმის, რომ შესაძლებელია შეიცვალოს ფსიქოტიპები და რადგან უმცროსი შვილი ხარ, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ეგოისტი იქნები, თუ სწორად გადანაწილდება სიყვარული და მზრუნველობა, ფსიქოტიპებს აღარ მიეჯაჭვებიან ბავშვები.

ზოგადად, ჩვენ სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქცევა ცვლილებებს იწვებს გარემოში, ჩვენ ვმონაწილეობთ ადამიანების პიროვნულ ჩამოყალიბებაში, ჩვენმა ერთმა სიტყვამ უდიდესი ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს ადამიანში.

მაგრამ ადამიანებმა არ იციან ემოციების გამოხატვა, ურჩევნიათ ფეხებზემკიდია იმიჯი მოირგონ, რადგან უჭირთ თქვან,

იცი ეს რომ თქვი მეწყინა,

იცი ასე რომ მიპასუხე ასე ვიფიქრე,

შენი სიტყვები ამას და ამას იწვევს.

ამიტომ იტყუებიან, თითქოს არავის შეუძლია მასზე ზემოქმედება, სინამდვილეში ყველას შეუძლია ჩვენზე ზემოქმედება, იშვიათად ჩვენ ვიცით, სწორად როგორ გადავხარშოთ ეს ზემოქმედება, მაგრამ ზემოქმედებას ისინი მაინც ახდენენ ჩვენზე.

ამ გაუცხოების ბრალია, რომ ადამიანები ვერ გრძნობენ პასუხისმგებლობას საკუთარ სიტყვებზე, ბავშვები ეუხეშებიან ერთმანეთს და იტყუებიან, თითქოს ეს საერთოდ არ სწყინთ, მაშინ როდესაც ყველა ადამიანური გამოცდილება აგურს დებს ჩვენს პიროვნულ განვითარებაში.

ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ყველას წინაშე, როგორ ვსაუბრობთ, როგორ მივმართავთ, როგორ ვეპყრობით ადამიანებს, ჩვენ ვზემოქმედებთ მათზე, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, სანამ პირს გავაღებთ, რადგან ყველაფერს შედეგები მოჰყვება ამ სამყაროში.

ქმედება იწვევს უკუქმედებას.

ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, როგორ გავუმკლავდეთ ნეგატიურ შემოძახილებს,

მაგრამ ძალიან ცოტას ვსაუბრობთ იმაზე, ჩვენგან არ წამოვიდეს ნეგატიური შემოძახილები.

ამ პასუხისმგებლობის გრძნობის გარეშე კი ადამიანიცა და საზოგადოებაც ინფანტილურია.

ამიტომაა, რომ შეხვალ სადმე კომენტარებში და ასაკოვანი ადამიანებიც კი დაუფიქრებლად ისვრიან სიტყვებს ხან ვის და ხან ვის მისამართით.

საზოგადოება ვერ აცნობიერებს პასუხისმგებლობას მეორე ადამიანის წინაშე.

ასე რომ პატივისცემა მარტო ჩემი ღირსება კი არა ჩემი პასუხისმგებლობაცაა ადამიანების წინაშე, მიუხედავად იმისა, აცნობიერებენ თუარა სხვები საკუთარ პასუხისმგებლობას ჩემს წინაშე.

ეს ადამიანის ეთიკური ვალდებულებაა.



Leave a Reply

Discover more from Conscious Mind

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading