ნებისმიერ სიგიჟეს ადვოკატი ჰყავს

ზროსლებმა იცოდნენ ხოლმე ბავშვობაში,

“მეე რო ვეწევი მე რასმიყურებ, მე რო ვსვამ მე რას მიყურებ ბიძი, საწამლავია და შენ არ გინდაო”

სიგარეტს წაართმევდნენ ხოლმე ბიჭებს და თვითონ ეწეოდნენ 💀

მაგრამ, მე იმაზე გამახსენდა, რომ თუ რაღაც საშინელებას აკეთებ, ის მაინც უნდა თქვა, რომ საშინელებას აკეთებ.

უმეტესი ადამიანები, აკეთებენ რაღაც დამაზიანებელს, მაგალითად მოიხმარენ ნარკოტიკებს ან რაღაც სოკოებს და პარალელურად ტრიბუნებზე დგანან, იმის საქადაგებლად, თუ რატომაა ნარკოტიკები და სოკოები ერთადერთი ჭეშმარიტი გზა, რატომაა სასარგებლო რატომაა კარგი, ესა ისა.

მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი სტატისტიკა აჩვენებს, ადამიანთა უმეტესობის ფსიქიკას რა ზიანს აყენებს ეს ყოველივე, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიატრის კაბინეტთან ათიდან შვიდი კაცის პრობლემები ნარკოტიკების მოხმარებამ გააჩინა,

ადვოკატები მაინც გამოდიან და ქადაგებენ სასარგებლო თვისებებზე.

მარტო მაგაზე კი არა, ზოგადად, ადამიანს მიდრეკილება აქვს მიიმსგავსოს სხვა, თუ რაიმე კარგი აქვს სურს რომ სხვაც დაეთანხმოს, მოიმხროს, მარტო არ დარჩეს საკუთარ სამოთხეში.

ეგეთი ტიპია ადამიანი, უნდა, რომ საკუთარი ხატი და მსგავსი იყოს ყველა, ნეტა ვის ჰგავს)))

თუ ცუდი აქვს, აქაც ცდილობს, ისე გააპრავოს საკუთარი აგრესია, სიძულვილი, ავადმყოფობა და ბოროტება, რომ ამაშიც დაითანხმოს, ამაშიც მიიმსგავსოს, ესეც ნორმად აქციოს, რომ მარტო არ დარჩეს საკუთარ ჯოჯოხეთში.

ჰოდა, ის ბიძები ცუდს ცუდს მაინც ეძახდნენ, ახლა, ნებისმიერ სიგიჟეს ადვოკატი ჰყავს.



Leave a Reply

Discover more from Conscious Mind

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading