შენ შეგიძლია გძულდეს რელიგია, შენ გაქვს სრული უფლება გძულდეს რელიგია და ამ სიძულვილს გამოხატავდე ყველგან სადაც გინდა, შეგიძლია ეცადო, რომ სხვებსაც შეაძულო.
მაგრამ, მიხვიდე ქრისტიანთან, მითუმეტეს ქრისტიანული ეკლესიის პატრიარქთან და გაუბრაზდე, რატომ ახსენა ბიძინა ივანიშვილი, ან მიხვიდე ქრისტიანთან და გაუბრაზდე, რატომ არ სძულს და არ აგინებს რომელიმე პარტიას, ქვეყანას, პოლიტიკოსს, შენ მოსთხოვო ქრისტიანს მოუღებლობა და სიძულვილი სიგიჟეა, რადგან ყველა ქრისტიანი ყოველი დილის ლოცვებში კითხულობს ამას, დაკვირვებით წაიკითხეთ, ვისაც არასდროს წაგიკითხავთ დილის ლოცვები და გააცნობიერებთ ქრისტიანობის მნიშვნელობას:
“ლოცვა ცოცხალთათვის
მოიხსენე უფალო, ღმერთო ჩვენო, წყალობითა და მოწყალებითა შენითა საუკუნითგან მყოფნი, რომელთათვის განკაცნენ და ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ ცხოვრებისათვის მართლმორწმუნეთა შენთასა, აღსდექ, ამაღლდი ზეცად და დასჯედ მარჯვენით ღმრთისა და მამისა, მოჰხედენ მოწყალებით მვედრებელთა ამათ შენთა, რომელნი ყოვლითა გულითა გხადიან შენ, მოყავ ყური შენი და ისმინე ჩემ მდაბლისა და უხმარისა მონისა შენისა და ყოვლისა ერისა შენისა. პირველად მოიხსენე, უფალო, შენი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, რომელი პატიოსნითა სისხლითა შენითა მოიყიდენ და დაამტკიცენ, განაძლიერენ, აღამაღლენ, განამრავლენ, მშვიდობით დამყარებულ ჰყავ და წარმართა ზედა მოსვლისაგან განათავისუფლენ და უძღებისა ჯოჯოხეთისა ბჭეთაგან უკუნისამდე დაიცვენ, მწვალებელთა გესლოვანება განაქარვენ და მეტყველება მათი ცუდ-ყჰვენ ძალითა წმიდისა სულისა შენისათა და მოაქციენ იგინი. (მეტანია)
აცხოვნე უფალო და შეიწყალენ ღვთივდაცული ერი ჩვენი, მთავრობა და მხედრობა მისი.
მოიხსენე, უფალო, ღვთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი, გარე-შეზღუდენ მპყრობელობანი მათნი, დაუმორჩილენ ქვეშე ფერხთა მათთა ყოველი მტერნი და მბრძოლნი მათნი, შთაუთხენ გულთა შინა მათთა კეთილი და მშვიდობა წმიდისა ეკლესიისათვის და ყოვლისა ერისა შენისა და მიეც მათ მშვიდობა და დაწყნარება, რათა მყუდროებასა შინა მათსა დაწყნარებული ცხოვრება გვაქუნდეს, მართლითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებითა ვსცხოვრობდეთ. (მეტანია)
აცხოვნე უფალო და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამა ჩვენი შიო, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლად-სამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი ზიარნი ეკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყვიერთა ცხოვართა შენთა ზედა და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე. (მეტანია)
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ სულიერი მამა, მოძღვარი, მასწავლელი ჩემი (სახელი), რომელი მარადის იღვიძებს და იღვწის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე. (მეტანია)
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მშობელნი ჩემნი (სახელები), ძმანი და ნათესავნი ხორციელნი და ყოველნი მახლობელნი და მეგობარნი ჩემნი და მიანიჭე მათ მშვიდობაი შენი და აღავსენ იგინი ყოვლითა კეთილითა. (მეტანია)
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მოხუცებულნი და ყრმანი, ობოლნი და ქვრივნი და მდებარენი უძლურებასა და დახსნილობასა შინა, მწუხარენი, განსაცდელსა შინა მყოფნი, ტყვეობასა და საპყრობილესა შინა მყოფნი, დევნულნი სიმართლისათვის მართლმადიდებლობასა შინა, უღმრთოთა და წარმართთაგან, მწვალებელთა და უარისმყოფელთაგან, მონანი შენნი მოიხსენენ, განანათლენ, აღადგინენ, განათავისუფლენ, განამტკიცენ ძალითა შენითა შენდობა და ხსნა მოანიჭე მათ. (მეტანია)
აცხოვნე, უფალო და შეიწყალენ, მოძულენი და მაჭირვებელნი ჩემნი, და მოქმედნი ჩემზედა უსჯულოებისანი, და რომელი მმძლავრობენ და მყვედრიან მე და ნუ დასჯი მათ უსჯულოებათა მათთა გამო, არამედ მოაქციენ იგინი ბოროტისაგან, რომელი აქვთ ჩემდა მომართ და შეიწყალენ დიდითა შენითა წყალობითა. (მეტანია)
უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ. (მეტანია)”
ასე იწყებს დილას ქრისტიანი, მითუმეტეს ეკლესიის წევრი, მითუმეტეს ეკლესიის მსახური, მითუმეტეს პატრიარქი და შენ მას სთხოვ პოლიტიკურ სიძულვილს. ის ყოველთვის მიიღებს ადამიანს, რომელსაც შენ ვერ იტან, ის ყოველთვის იდგება იმ ადამიანის გვერდით, რომელიც შესაძლოა საშინელებებს აკეთებს, მაგრამ დგას იმისთვის, რომ ესაა მისი მრწამსი, არავინ სძულდეს და ყველას მიმართ კეთილშობილი იყოს და არა იმიტომ, რომ ყველა, ვისაც არ სძულს კონკრეტული პოლიტიკოსი და არ აგდებს ეკლესიიდან ესეიგი ქოცია. ეკლესია ჰიტლერსაც კი იღებს, პუტინსაც კი იღებს, მკვლელსაც და მწვალებელსაც, ყველას. ესაა ქრისტიანობა, არ ეთანხმები? სრული უფლება გაქვს. მაგრამ ეკლესიას ნუ სთხოვ დაგეთანხმოს.
Leave a Reply