შენი წარმატება სხვისი ცხოვრებით არ იზომება

უნდა გქონდეს შენი პირადი სტანდარტი.

თუ შენი სტანდარტი სხვებთან შედარებითია, მაშინ შენ ვერასდროს იქნები კმაყოფილი საკუთარი თავით, რადგან ყოველთვის მოიძებნება ვიღაც, ვინც რაღაც ერთ კონკრეტულს შენზე უკეთ გააკეთებს.

მე მინახავს ადამიანი, რომლისთვისაც იცით რა არის წარმატება?

რომ იბანაოს

დეპრესიული პაციენტები, დამოკიდებული პაციენტები ან უბრალოდ დაღლილი ადამიანები,

ხანდახან მათთვის წარმატებაა, რომ დღეს იბანავეს.

საწოლი გაასწორეს.

საკუთარ თავს კოვზი გაურეცხეს.

ოთახი დაალაგეს.

მაღაზიაში გავიდნენ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრეს.

ან ფანჯრიდან მზე შემოუშვეს ბოლოს და ბოლოს.

როდესაც ადამიანი მძიმე პერიოდის შემდეგ წამოდგომას ცდილობს, სწორედ ასეთი პატარა ნაბიჯებით იწყებს სიცოცხლეს, მაგრამ როგორც კი ის იწყებს საკუთარი თავის სხვებთან შედარებას, მაშინვე ყველა ამ ნაბიჯს ღირებულება ეკარგება.

რადგან არაფერია ბანაობა იმასთან შედარებით, რომ ვიღაცამ გაცილებით დიდ წარმატებას მიაღწია იმ დღეს, სხვისი წარმატებების ფონზე შენი გარეცხილი კოვზი ყოველთვის არაფერი გამოჩნდება.

მაგრამ რეალობა ისაა, რომ შენი წვრილმანი მოქმედება შენი მდგომარეობისთვის ახლა უდიდესი წარმატებაა.

თუ შენ მძიმე დეპრესიით იტანჯებოდი და დღეს იბანავე, ოთახი მიალაგე, გარეთ გახვედი, ადამიანებთან საუბარი სცადე _ შენ წარმატებული ხარ, რადგან უდიდესი ძალისხმევა გაიღე იმისათვის, რაც ვიღაცისთვის მარტივია, მაგრამ შენთვის ძალიან რთული იყო.

თუ არ დააფასებ ამ წვრილმან მოქმედებებს,

რეალისტურად არ შეხედავ შენს მდგომარეობას,

შენი პირადი სტანდარტი არ გექნება,

თუ შენ სხვათა წარმატებებს შეადარებ შენს წარმატებებს,

ყოველთვის წარუმატებლად იგრძნობ თავს

და ეს სიცრუე იქნება და ეს იქნება ილუზია,

პირველი იმიტომ, რომ ვერ ხედავ რამხელა ნაბიჯებია შენს მდგომარეობაში ის წვრილმანი მოქმედებები, რომლებსაც თავს აძალებ, მეორე იმიტომ, რომ გარედან ყველაფერი ლამაზი მოსჩანს, გარედან ყველა იდეალური და წარმატებული მოსჩანს, შენ არ იცი ისინი რამდენს იბრძვიან და რამდენ პრობლემას არიან შეჭიდებული.

ასე რომ შენი წარმატებები შეაფასე შენივე შესაძლებლობების მიხედვით, შენი მდგომარეობის მიხედვით და არა სხვათა მდგომარეობის მიხედვით, რომელთა მდგომარეობის შესახებაც მხოლოდ გარეგნული მონაცემები გაქვს.

შენ ვერ გეცოდინება სხვისი რეალობა ვერასოდეს, ერთადერთი რაც შეგიძლია ნამდვილად იცოდე შენი რეალობაა.



Leave a Reply

Discover more from Conscious Mind

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading