იდეოლოგიური დეჰუმანიზაცია

ადამიანები რეალობას ვერ აღვიქვამთ და მაშინაც როდესაც აღვიქვამთ, ვერ ვაკეთებთ პარალელს საკუთარ თავთან.

რეალობა არის ის, რომ სვანეთში მომხდარი ძალადობის შესახებ, მოსახლეობას, ოჯახს თუ პიროვნებას, რომელიც თვალს ხუჭავს ამ ძალადობაზე ექნება საშინელი გამამართლებელი მიზეზები, ხშირად მსხვერპლს აქეთ მიუთითებენ მორალზე, ხშირად ამბობენ რომ სისტემური გაუპატიურება ქალის ნებაა, ჩვენ რა უნდა გვექნაო გეტყვიან, უნდოდა ალბათო აბა ძალადობა მე ვიცი ერთხელო და არა რვაჯერო იტყვიან და კიდევ ბევრ საშინელებას იტყვიან და თქვენ თვალებს გააფართოვებთ და გაოცდებით, როგორ შეიძლებაო გაუპატიურების გამართლება, როგორ შეიძლებაო მსხვერპლის, ბავშვის დადანაშაულება, როგორ არ ითვალისწინებთო ვაკუუმს რომელშიც ეს ქალბატონი იყო, როგორ არ ითვალისწინებთო მსხვერპლის საშინელ ფსიქიკურ მდგომარეობასო და თქვენ აბსოლუტურად მართლები იქნებით.

მაგრამ უნდა გააკეთოთ პარალელიც და ეს პარალელი რომ გააკეთოთ თავი უნდა აარიდოთ დეჰუმანიზაციას.

რადგან ყველა, ვინც ჩუმდება ძალადობის ან გაუპატიურების ფაქტზე ზუსტად ეწევა ადამიანის დეჰუმანიზაციას.

დეჰუმანიზაცია წარმოადგენს ფსიქიკურ ფილტრს, იდეოლოგიურ ფილტრს, რომელიც რეალობას სახეს უცვლის, გარყვნილი ქალი, ცუდი ცოლი, მტრის ბანაკი, ოპოზიციური პარტია, ისინი ვინც ცუდად მოგექცნენ, ცუდი ტიპები იცლებიან ადამიანური სახისგან თქვენს გონებაში, რის შედეგადაც თქვენ მათ ვეღარ აღიქვამთ ადამიანებად, ამიტომაც მოიპოვებთ მორალურ გამართლებას იმისათვის, რომ მოკლათ, იძალადოთ ან გაამართლოთ მოწინააღმდეგე ბანაკის წევრების მიმართ მსგავსი ქცევა, რადგან ისინი თქვენს თვალში აღარ არიან ადამიანები.

ამას ეწოდება იდეოლოგიური დეჰუმანიზაცია და ეს არის ფსიქიკის მექანიზმი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეს ისეთმა პოლიტიკურად პოლარიზებულმა ქვეყანამ როგორიც საქართველოა, აუცილებლად უნდა გააფრთხილოთ საკუთარი თავები, რომ თქვენ დგახართ ძალიან ძლიერი იდეოლოგიური დეჰუმანიზაციის საშიშროების წინაშე, რასობრივი, პოლიტიკური, იდეოლოგიური ფილტრით დაბრმავების წინაშე, რის შემდეგაც თქვენ ისე გადაიქცევით მონსტრებად, რომ ამას ვერც კი გააცნობიერებთ, რადგან ვეღარ ხედავთ, რომ ადამიანებს ებრძვით, რადგან იდეოლოგიამ განძარცვა თქვენი მტერი ადამიანური შინაარსისგან, რითაც ხელში მოგცათ მორალური გამართლება, რომელიც გატყუებთ, რომ თქვენ არ ხართ მონსტრი თუ არ ებრძვით ადამიანებს და ისინი კი არ არიან ადამიანები, მაგრამ რეალობას არ ადევს ფილტრი, რეალობა რეალობაა და თქვენ უნდა გეშინოდეთ გამოღვიძების, რადგან ერთ დღესაც შეიძლება გამოიღვიძოთ და დაინახოთ, რომ ადამიანების დეჰუმანიზაციის კვალდაკვალ, საბოლოოდ, თქვენ თავად დაკარგეთ ადამიანური შინაარსი, ესაა იდეოლოგიური ფილტრის საბოლოო შედეგი. ჯერ ადამიანებს ვეღარ აღიქვამთ ადამიანებად, შემდეგ თავად დაკარგავთ ადამიანურობას



Leave a Reply

Discover more from Conscious Mind

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading