ასეთია ემპათიის ტვირთი

ლიტერატურის მკითხველი ხშირად ამბობს, მე ვიცოცხლე უამრავი ადამიანის სიცოცხლით.

იგივე შეუძლია თქვას ემპათიურმა მოძღვარმა ან ფსიქოთერაპევტმა ან ზოგადად ძალიან ემპათიურმა ადამიანმა.

მე მაგალითად არავის გავუშვილებივარ მაგრამ ჩემს კანზე ვიგრძენი როგორია გეზიზღებოდეს დედის საშვილოსნო და გეზიზღებოდეს შენი უმწეო ემბრიონი, რომელიც იმ საზიზღარ სხეულში იშვა, რომელიც ასევე საზიზღარია, ამიტომ მთელი ცხოვრება ატარებდე თვითსიძულვილს და ადანაშაულებდე საკუთარ თავს ერთი დღის ასაკში, რომ ამ ცხოვრებისგან ვერ გადაგარჩინა,ვერ დაიმსახურა სიყვარული და ალბათ იმიტომ, რომ არ იმსახურებს არავის სიყვარულს, ეს არის ერთერთი ყველაზე მძიმე ტკივილი ადამიანისთვის და მე ეს ტკივილი სხვისი ყურებით გავიარე, მე არ გადამხდენია, მაგრამ ისე ვიგრძენი რომ გადამხდა.

მე არასდროს ვყოფილვარ ომში და არასდროს ვყპფილვარ ჯარისკაცი, მაგრამ ვიცი როგორია გეზიზღებოდეს საკუთარი ხელები, ამიტომ გეზიზღებოდეს ჭამა ან სახეზე შეხება, პირის დაბანა, კბილების გამოხეხვა რაღაცის გადაცემა ვინმესთვის და ვინმეს სიყვარულიც რადგან თუ გიყვარს ხელს მოკიდებ და დაინახავ შენს საზიზღარ ხელებს საყვარელი ადამიანის კანზე, რომელიც ვერანაირად ვერ იგებს, რატომ არ ეხები ან რატომ ხარ ეგეთი პრობლემური და შენც არ აპროტესტებ, რადგან თვლი, რომ მონსტრიხარ, არც ჭამას იმსახურებ არც ამ მშვენიერ არსებას, ასე ცხოვრობ, ატარებ დღეებს თვითსიძულვილში, მე არ ვყოფილვარ ჯარში და არ მომიკლავს ადამიანი, მაგრამ ისე ვიგრძენი ეგ ყველაფერი, რომ მგონია მომიკლავს.

უარესს გეტყვით, მე არასდროს ვყოფილვარ ორი ადამიანი ერთდროულად, არასდროს ვყოფილვარ ვინმე ა და ვინმე ბ ერთ სხეულში, ეს ორი ადამიანი სამყაროში არასდროს გაერთიანებულა, მაგრამ ისინი იბრძოდნენ, ისინი საკუთარ ჭრილობებს ანთხევდნენ ერთმანეთს, მე ვხედავდი ისტორიას ამ ტკივილების უკან და მტკიოდა ორივე სხეული ერთდროულად, მაგრამ არასდროს ვყოფილვარ არცერთი მათგანი და მითუმეტეს ორივე ერთად, მაგრამ ვიცი როგორია იყო ორი ადამიანი, რომლებსაც ერთმანეთი სძულთ და ატარებდე ორივეს ტკივილებს ერთდროულად და არ არსებობდეს გამოსავალი და ხიდი, რომელზეც ეს ორი ადამიანი განიკურნებიან. შეიძლება რომელიმე განიკურნოს, რომელიმე განიკურნება და დაივიწყებს რაც მოხდა, მაგრამ მე არასდროს დამავიწყდება ის, ვინც ჯერ არ განკურნებულა, რადგან რაღაც დროით მე ის ადამიანიც ვიყავი.

ასეთია ემპათიის ტვირთი

შენ იცხოვრე ათასი კაცის პრობლემა და გადაიტანე ათასი ტრავმა, რა მნიშვნელობა აქვს შენ მოკალი თუ არა, როდესაც უკვე მთელი ტანით ნაგრძნობი და დამახსოვრებული გაქვს, როგორია ამდენად გასასტიკება.

რა რამნიშვნელობა აქვს რომელია მტყუანი, რომელი მართალი, შენ ორივეს განიცდი, ვინც არ უნდა დამარცხდეს ის მარცხიც შენს მიერ განიცდება, ამიტომ ვერასდროს იქნები გამარჯვებულთა მხარეს, რადგან ყველა მხარეს ერთდროულად დგახარ, ასეთია ემპათიის ტვირთი და სანამ ამას არ გამოცდი ვერანაირად ვერ მიხვდები რატომ ვარ ეგეთი უცნაური, შენ მე ვერ გამიგებ ბნელო, შენ საკუთარი ტკივილიც არ გინდა იგრძნო, მე კიდევ ამირანივით მომისაჯეს ყველას ტკივილის შეგრძნება ცისქვეშეთში.

მაგრამ, მთელ ამ ისტორიაში, ყველაზე უცნაური მაინც ისაა, რომ მე ბედნიერი ადამიანი ვარ



Leave a Reply

Discover more from Conscious Mind

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading