ფსიქიკურ-სოციალური იზოლაცია

ცივილიზაციიდან გამოსვლა აუცილებელია, მაგრამ ეგ არაა საბოლოო დანიშნულება, ისტორიიდან გამოსვლა აუცილებელია,. მაგრამ ეგ არაა საბოლოო დანიშნულება, პირიქით, ცივილიზაციიდან და ისტორიიდან უნდა გამოხვიდე ზუსტად იმიტომ, რომ მერე მისი ცნობიერი, ინდივიდი წევრი გახდე, გამოსვლა აუცილებელია, მაგრამ აუცილებელი იმიტომაა, რომ ინდივიდი დაუბრუნდე ცივილიზაციას.

ბევრი ქადაგებს, გამოდით ადამიანების გამოგონილი ცივილიზაციიდან და განთავისუფლდითო.

მაგრამ, ცივილიზაციის შიშით კი არ უნდა გაიქცე, იმიტომ უნდა გაიქცე რომ თუ არ გაიქცევი ტყვე ხარ ცივილიზაციის, მარიონეტი, მაგრამ თუ არ დაბრუნდები ლაჩარი ხარ და ამპარტავანი, როდესაც გეშინია შენ ცივილიზაციის, შენ გეშინია ადამიანების, როცა ემიჯნები ცივილიზაციას და გეშინია იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ იცი, რომ ადამიანები ზუსტად შენ გგვანან, ცივილიზაცია შენი ანარეკლია.

ასე რომ, კოსმოსის ხედი დროებითი ხედია, საიდანაც ცივილიზაცია სულელი ჭიანჭველების ბუდეს ჩამოჰგავს, ადამიანების ბუდე, სადაც ყველა რაღაცას ჩხუბობს და ამტკიცებს, მაგრამ ეს დროებითი ხედია, სანამ არ გაძლიერდები, სანამ არ გამოიღვიძებ, სანამ არ მიიღებ საკუთარ თავს იმდენად, რომ ისევ გახდე ცივილიზაციის ნაწილი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეს არაა ერთჯერადი მოგზაურობა, მრავალჯერადი და ყველაჯერადია, რამდენჯერაც აღმოაჩენ მონობას შენში, იმდენჯერ უნდა გათავისუფლდე და დაბრუნდე ინდივიდად.

ვინმე იკითხავს რატომ უნდა ვქნაო,

იმიტომ რომ ესაა ობიექტურად ჭეშმარიტი მოდელი, მაგრამ შენი ყოველდღიური არჩევანი და ნებაა ობიექტურ მოდელზე დადიხარ თუ ბრმად მიჰყვები კოლექტიურ და არაცნობიერ ინსტიქტებს. ეგ უკვე შენი გადასაწყვეტია, მაგრამ შენი გადაწყვეტილებები ვერ შეცვლიან ობიექტურ ჭეშმარიტებებს.

ხანდახან გაქცევა და იზოლირება აუცილებელია, მაგრამ თუ გაქცევა და იზოლირება სამუდამოა, მაშინ გილოცავ, შენ აღარ ხარ ცივილიზაციის ტყვე, მაგრამ ახლა თავისუფლების ტყვე ხარ და ეგ კიდევ უფრო უარესი და ბრმა მდგომარეობაა, საიდანაც შეიძლება ვერასდროს გაიღვიძო და მერე იწყება მთელი რიგი ფსიქიკური გამრუდებები, ნარცისული აშლილობა, ბოდვითი იდეები, პარანოია და ა. შ

ნუ გგონია რომ ადამიანების გარეშე გადარჩები ბნელო, ვერავინ გადარჩება ადამიანების გარეშე.

მაგას ისევ ისტორიის მარიონეტი, ცივილიზაციის მიერ შეპყრობილი მირჩევნია. ის, ბრმად და ინსტიქტურად, მაგრამ მაინც ადამიანობის, ადამიანის მხარესაა, ხოლო ის ვინც დარჩა კოსმოსში, მთვარეზე და ცივილიზაციას სულელი ჭიანჭველების ბუდედ აღიქვამს, არ იცნობს ცივილიზაციას, არც საკუთარ თავს, შეშინებული და სახიფათოა, იმიტომ რო ის არაა ადამიანების მხარეს, ის ადამიანების წინააღმდეგაა, მერწმუნეთ, მე ბევრი ცივილიზაციიდან გამოღვიძებული მინახავს და ყველა ვინც უკან არ დაბრუნდა გაბოროტებული, ამპარტავანი და შიზოიდია, სიძულვილით და ჰიროიკული იდეებით აქვს თავი გამოტენილი და არ შეუძლია ადამიანის სიყვარული, ბევრი გიჟდება მაგ მხარეს, ცივილიზაციიდან მოწყვეტა სახიფათოა, ყველას არ ჰყოფნის გონების სიფხიზლე და სიმამაცე უკან დასაბრუნებლად და უფრო მეტად არ ჰყოფნის ადამიანის სიყვარული.

ეს ისეთი რთული და არაცნობიერი მოგზაურობაა, რომ ჩემი სიტყვათა მარაგი მწირია მის ასახსნელად მათთვის, ვისაც მსგავსი მასშტაბის ფსიქიკურ-სოციალური იზოლაცია არ უნახავს და გამოუცდია.



Leave a Reply

Discover more from Conscious Mind

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading