კაცობრიობის ისტორიაში ნებისმიერი ძლიერი ფსიქოანალიტიკოსის აზრით ყველაზე ჯანსაღი აღზრდა თავისუფალი აღზრდაა.
ჩვენ ისედაც ვცხოვრობთ ზედმეტად სტიგმატურ, ზედმეტად კანონიკურ და სისტემურ გარემოში,. რომელსაც ეწოდება ცივილიზაცია, რომელსაც აქვს საკუთარი მორალურეთიკური წესები, აუცილებელი წესები და “შეგიძლია დაიკიდო” წესები. როდესაც ბავშვებს ოჯახშიც, რომელიც ეგზისტენციალური საყრდენია ადმაიანის ფსიქიკისათვის ხვდება ზედმეტი წესები და კანონები, ზედმეტი სისტემურობა ეს ხელს უშლის ბავშვის ცნობიერების გაფართოვებას, დღეს საერთოდ იმგვარი აბსურდი ხდება ბავშვის აღზრდაში რომ მშობელი კონკრეტულ საათებს აწესებს თავისუფლებისათვის, აი ამა და ამ საათს ბავშვს უფლება აქვს თავისუფალი შემოქმედებითი პროცესი განახორციელოს, ითამაშოს თუნდაც წაიქცეს ან რაიმე გატეხოს, მაგრამ ამ ჩვენს პატარა მაუგლის მაუგლობისთვის კონკრეტული საათები აქვს მიცემული, თავისუფლების შეზღუდული ფრი თრიალ
თავად განსაჯეთ, ჯუნგლის ბავშვი ვერ იქნები თუ ჯუნგლებში ამ წამიდან ამ წუთამდე გიშვებენ, ეს რა თავისუფლებაა ბნელო, თავისუფლებისთვის დაწესებული დრო აღარ გამიგია, ან თავისუფლება უნდა იყოს ან კანონები ჩემო ბატონო, პეპილოტა ვიქტუალინა როლგარდინასთვის რომ ცელქობის საათები დაეწესებინათ მაგალითად
დარწმუნებული ვარ მაინცდამაინც იმ საათებში მოიქცეოდა არისტოკრატულად.
ჰოდა, რას ვამბობდი, იმას ვამბობდი, რომ ბავშვის აღზრდა რაღაც ზომიერი ნაზავია თავისუფლებისა და კარგი მაგალითის, ჩემი რწმუნებით ეს ქმნის ფართოცნობიერების, ჯანსაღი ფსიქიკისა და ეგზისტენციალურად წელში გამართულ ადმაიანს, როდესაც მას ზრდიან თავისუფალ ადამიანად, მაგრამ ზრდიან კარგი მაგალითები, ესეიგი, აღმზრდელი იძლევა მაგალითს, ხოლო ბავშვს გააჩნია თავისუფალი არჩევანი, იგივე მოდელი გვაქვს პატრისტიკაშიც, არსებობს ღვთაებრივი მაგალითი და ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანი.
თვითონ აღმზრდელი თუ აღსაზრდელია თავიდან ამ შემთხვევაში უძლურია ფსიქოლოგია ბატონებო, ტყუილად გეგმავს წონის და ზომავს აღსაზრდელი აღმზრდელი სწავლისა და დროსტარების, ეკრანისა და სნექების წესებსა და კანონებს, მაგალითია ნამდვილი მასწავლებელი.
აქ შეიძლება შემოდავება, უამრავ ადამიანს შეუძლია, რომ შემომედაოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჩემი გაგება არ უნდა, მაგალითად დამაბრალოს რომ ჯუნგლის კანონებს ვარომანტიზებ და დილამდე მეკამათოს ცალმხრივად, რადგან მე მეზარება კამათი. ბევრს შეუძლია შემომედაოს, რადგან გააჩნია რას ვგულისხმობ მე ჯანმრთელ ადამიანში და რას გულისხმობს ის, ყველას კი არ უნდა ისეთი “ჯანმრთელი” შვილი, როგორადაც მე განვმარტავ ჯანმრთელობას, ზოგიერთისთვის ჯანმრთელობა და გონების სინათლე სულ სხვა რამაა, მაგრამ აქვე იმედები უნდა გავუცრუო და ვუთხრა, რომ მის მხარესაა არაკომპეტენტური მასა და კომუნისტური მაკულატურა გადამღერებული კაპიტალისტურ- ქოუჩურ ნარატივზე, ხოლო ჩემს მხარეს დგანან დიდი ფსიქიატრები, თეოლოგები, ბავშვთა მწერლები თუ ბავშვთა ფსიქოლოგიის ნაღები საზოგადოება, ასე რომ შეუძლიათ მეტისმეტი უკმაყოფილებისაგან ბალიშში ჩაჰკივლონ.
Leave a Reply