Uncategorized

  • თითოეული ჩვენგანის ისტორია

    ახლა მე მოგიყვებით ყველა ჩვენგანის ცხოვრების ისტორიას. ჩვენ ყველანი დავიბადეთ და პირველი რაც გავაკეთეთ შეცდომა დავუშვით, პატარები ვიყავით, ჯერ თვალის გახელა ვერ მოგვესწრო წესიერად, მაგრამ მოვასწარით შეცდომის დაშვება და ზუსტად იმან, ვისაც მცველად ვიგულებდით, ვინც ჩვენთვის ერთადერთი ნავთსაყუდელი იყო გვითხრა, “შენ ცუდი ხარ, ასე რატომ იქცევი, ასეთი რატომ ხარ.” და ჩვენ მოვიბუზეთ და შეგვრცხვა, ასე… Continue reading

  • შენ გაქვს უფლება გძულდეს რელიგიას, მაგრამ ნუ მოითხოვ სიძულვილს ქრისტიანისგან

    შენ შეგიძლია გძულდეს რელიგია, შენ გაქვს სრული უფლება გძულდეს რელიგია და ამ სიძულვილს გამოხატავდე ყველგან სადაც გინდა, შეგიძლია ეცადო, რომ სხვებსაც შეაძულო. მაგრამ, მიხვიდე ქრისტიანთან, მითუმეტეს ქრისტიანული ეკლესიის პატრიარქთან და გაუბრაზდე, რატომ ახსენა ბიძინა ივანიშვილი, ან მიხვიდე ქრისტიანთან და გაუბრაზდე, რატომ არ სძულს და არ აგინებს რომელიმე პარტიას, ქვეყანას, პოლიტიკოსს, შენ მოსთხოვო ქრისტიანს მოუღებლობა და… Continue reading

  • ამბავი იმაზე თუ “რავა ყველა ინდივიდია”

    ჩვენი ბუნება გაორებულია ინდივიდუალიზმსა და კოლექტიურ ქცევას შორის. როგორც კი ვინმე საუბრობს ინდივიდუალიზმის შესახებ, პლანეტაზე არ მოიძებნება ერთი ადამიანიც კი, რომელიც გააკეთებს ასეთ კომენტარს “უი, მე ბრბოს ადამიანი ვარ, ინდივიდი არ ვარო” არამედ, ნებისმიერი იტყვის, რომ “კი, ჩვენ, სხვანაირები” “დიახ, როგორ გეთანხმებით და ხალხს არ ესმის” თუ ოდესმე რამე დაგიწერიათ ინდივიდუალიზმე, დააკვირდებოდით, რომ ყველა გეთანხმებათ,… Continue reading

  • ადამიანური ენერგიის ეკონომიკა

    როგორც ვზოგავთ ელექტროენერგიას, რადგან შემდეგ გვიწევს დახარჯული ენერგიის საფასურის გადახდა, ისევე სჭირდება დაზოგვა ადამიანურ ენერგიასაც, რადგან ადამიანურ ენერგიას აქვს ლიმიტი და მის ხარჯვას საფასური. ამ გადმოსახედიდან, სტრესი წარმოადგენს ენერგიის ხარჯვის მექანიზმს, როგორც გვჭირდება, რომ ჩავრთოთ სარეცხის მანქანა, ისე გვჭირდება ჩავრთოთ სტრესი შესაბამის სიტუაციებში. სტრესი ორგანიზმის მობილიზებაა საფრთხესთან გასამკლავებლად, ეს ძალიან ძველი, არქაული მექანიზმია, რომელიც გვატყობინებს,… Continue reading

  • ემოციურად პირველყოფილი საზოგადოება

    სკოლაში გვასწავლიან ყველაფერს, აფრიკის დედაქალაქებიდან დაწყებული, ინტეგრალებით დამთავრებული, მაგრამ არავინ გვასწავლის რა ვუყოთ ბრაზებს, რომლებიც გვგუდავენ ხოლმე, რა ვუყოთ გულისტკივილებს, რა ვუყოთ მეგობრის ღალატით გამოწვეულ წყენას. შესაბამისად, ჩვენ არ ვიცით და არც არავინ გვასწავლა, როგორ გადავამუშავოთ ემოცია, მეტიც, ჩვენ ისიც კი არ შეგვიძლია ეს ემოცია დავასახელოთ, განსაკუთრებით ემოციურ მომენტებში, ჩვენ შეიძლება ყველაფერი დავლეწოთ, მაგრამ ვერ… Continue reading

  • ზრდასრული ფსიქიკა იწყება პასუხისმგებლობით

    იმდღეს იყო კიდევ, ბებიაო მთელი დღე თურქულ სერიალებს უყურებსო და ბავშვს უკრძალავს პლანშეტსო. მართალია, ბავშვი აქ სწავლობს, რომ გაზრდა ნიშნავს “ცუდ” ეკრანთან ჯდომის უფლებას. მაგრამ რა ქნას ბებიამ? ნუთუ ბებიას უფლება არ აქვს მთელი დღე უყუროს სერიალებს? რაქნან ბებიებმა, ყველამ დოსტოევსკი იკითხოს და ფუნთუშები აცხოს? ყველამ დისერტაციაზე იმუშაოს ყოველ კვირა საღამოს? ზომბებივით ყველა ბებია, ყველა… Continue reading

  • ეკრანი არის ინსტრუმენტი — ბავშვი სწავლობს იმას, რასაც ვაჩვენებთ

    წარმოუდგენელი არაპროფესიონალიზმია მშობლების შერცხვენა ფსიქოლოგების მიერ, ზოგადად ადამიანების შერცხვენის, ეგრედწოდებული “შეიმინგის” მოდელი არაპროფესიონალიზმის მეტს არაფერს მოუთითებს. საკითხი ეხება ისეთ რთულ თემას, როგორიცაა ბავშვები და გაჯეტები. ორი აზრი არ არსებობს, რომ ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანია. ფსიქოლოგების მიერ საზოგადოების ინფორმირება ამ საკითხზე უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ფსიქოლოგთა უმეტესობა სრულიად სამარცხვინო ენას იყენებს მშობლების განათლების მცდელობისას, განგაშის სიგნალებს ურთავს ისედაც… Continue reading

  • დიაგნოზი როგორც რუკა და არა იდენტობა

    საქართველოში, უმეტეს შემთხვევებში დიაგნოზი ორი ფორმით აღიქმება, ან სტიგმაა, ან აქსესუარი. პირველი კატეგორიის პაციენტი დიაგნოზის სრულ უარყოფაშია. “ჩემს შვილს არაფერი სჭირს საფსიქოლოგო” “გიჟი კი არ ვარ დიაგნოზები დამისვან” ამ კატეგორიის ადამიანები გაიზარდნენ კომუნიზმის იდეოლოგიურ სივრცეში, სადაც ფსიქიატრია გამოიყენებოდა, როგორც რეპრესიული მექანიზმი დისიდენტების წინააღმდეგ, ეს იყო პოლიტიკური ფსიქიატრია. საბჭოთა მოქალაქეს არ უნდა ჰქონოდა ფსიქოლოგიური პრობლემები, ოპტიმისტი… Continue reading

  • სერიალი gypsy-ბოშა

    სერიალი gypsy-ბოშა წარმოადგენს პრეზენტაციას იმისა, თუ რამდენად აუცილებელია ფსიქოანალიტიკოსი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და თუნდაც ქოუჩი მუშაობდეს საკუთარ თავზე. თუ არა და ხდება ის, რომ მთელი მისი ტრავმები, დაუკმაყოფილებელი სურვილები, მიუღებლობები, პირადი ღირებულებები და მორალური ფასეულობები, საკუთარი ტანჯვები გადააქვს და აირეკლება პაციენტში, პლიუს ამას ანალიტიკოსი ფლობს უნარს მოახდინოს მანიპულაცია პაციენტზე, რომც არ ფლობდეს უნარებს ანუ იყოს ძალიან… Continue reading

  • ნეგატიურიდან კარგის ამოღებაც შესაძლებელია

    ხანდახან რაღაც ნეგატიურიდან კარგი რამის ამოღებაც შეიძლება. მე მაგალითად ისეთი ნარცისი ვარ, ვერ დავუშვებ, რომ ჩემი უბედურება სხვისი ბრალი იყოს, ყველაფერი ჩემი ბრალი უნდა იყოს, ყველაფერი ჩემი ნებაა, მე ვარ ალფა და ომეგა, კარგი ცუდი და ბოროტი, შენ კი არ მატკინე, მე ვიტკინე, შენ კი არ გამახარე, მე გავიხარე, იუ არ ნოუბოდი, აემ ევრიბოდი. შენ… Continue reading